EMC-ის დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია ევროპის საბჭოში

10678856_10154983827810455_4359179702238395041_nსტრასბურგში, ევროპის საბჭოს ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა, საქართველოში ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებით.

შეხვედრას უძღვებოდა ევროპის საბჭოს დემოკრატიის დირექტორატის ხელმძღვანელი სნეზანა სამარძიჩ-მარკოვიჩი. შეხვედრაზე გაიმართა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) მიერ მომზადებული ფილმის „ქალები ადგილობრივ პოლიტიკაში“ პრეზენტაცია. საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე მოხსენება გააკეთა EMC-ის წარმომადგენელმა ლინა ღვინიანიძემ. შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებში გამარჯვებულმა დეპუტატებმა ირუზა კაკავამ (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)  და ევა ლომთაძემ (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი). ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობიდან ევროპის საბჭოში.

შეხვედრაზე განიხილეს პროექტისქალი კანდიდატებისა და არჩეული თანამდებობის პირების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“ მთავარი შედეგები და აღმოჩენები, რომელიც EMC-ის მიერ, შვეიცარიის კონფედერაციის ფინანსური და ევროპის საბჭოს ტექნიკური მხარდჭერით, განხორციელდა.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ევროპის საბჭოს გენდერული თასაწორობის განყოფილების უფროსთან, ქალბატონ ლასენ დიაზთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის წევრთან, ქალბატონ მარია გიანაკაკისთან. ვიზიტის მონაწილეები, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ასევე შეხვდნენ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე მომუშავე ადგილობრივ არასამთვარობო ორგანიზაციებსა და ფრანგ პოლიტიკოს ქალებს, რომლებიც სხვადასხვა დროს არჩეულნი იქნენ ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში.

ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს მათ სურვილს გააგრძელონ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა საქართველოში.

1896923_756543371091657_6498242023265228421_n (1)