დოკუმენტური ფილმი – “ობიექტი #8” [video]

This slideshow requires JavaScript.


ფილმი ასახავს თბილისში მდებარე, ერთ-ერთ სახელმწიფო ობიექტებში შეჭრილი, სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ქალების უფლებრივ მდგომარეობას.

უსახლკარო ოჯახებმა ქუჩაში დარჩენისგან თავის გადარჩენის მიზნით, თავი შეაფარეს მიტოვებულ სახელმწიფო ობიექტებს, სადაც ისინი ამ დრომდე უმძიმეს პირობებში ცხოვრებენ. ობიექტებში არ არის დაცული სათანადო საცხოვრებლისა და უსაფრთხო გარემოს მინიმალური სტანდარტებიც კი (მათ შორის,კანალიზაცია, წყალი, ელექტროენერგია). ოჯახებს უწევთ აბსოლუტური სიღარიბის პირობებში ცხოვრება და არ მიუწვდებათ ხელი სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე. ისინი ხშირად განიცდიან სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოების მხრიდან გარიყულობასა და მარგინალიზაციას.

უსახლკაროთა შორის, ქალების მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. ისინი ორმაგ ჩაგვრას განიცდიან, ერთი მხრივ, არსებული რეპრესიული და უსამართლო სოციალურ-ეკონომიკური სისტემის და მეორე მხრივ, პატრიარქალური კულტურის მხრიდან. უსახლკარობის მიზეზების კვლევა აჩვენებს, რომ ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობა და საკუთრების განაწილებასთან დაკავშირებული პატრიარქალური ტრადიციები
ქართულ საზოგადოებაში ქალებს ხშირად საცხოვრებლის გარეშე ტოვებს.

ფილმის გადამღები ჯგუფი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა ჩასახლების ობიექტში და ასახავდა უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ქალების ყოველდღიურობას, მათ რეფლექსიას საკუთარ მდგომარეობასა და იმ მიზეზებზე, რომელიც განაპირობებს საზოგადოებისგან მათ გარიყვას.
ფილმის ავტორები: ბექა წიქარიშვილი და ვატო ჯორკოშვილი.

დოკუმენტური ფილმი მომზადდა ორგანიზაციების – „ტასოს ფონდისა“ და „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით, რისთვისაც EMC მათ გულითად მადლობას უხდის.