EMC-ის სტაჟირებების პროგრამა იურისტებისათვის

სტაჟირებაადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იწყებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ბაკალავრის დიპლომის მქონე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის.

შერჩეულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ შეუერთდნენ EMC-ის  სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების ან ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობის პროგრამების გუნდს და მიიღონ მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება.

სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ EMC-ის გუნდთან ერთად აწარმოონ კვლევა ადამიანის უფლებებსა და სხვა სამართლებრივ საკითხებზე, შექმნან სხვადასხვა სახის დოკუმენტები, მონაწილეობა მიიღონ რეგიონებში გასვლით შეხვედრებში და სხვ.

სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს, ცალკეულ შემთხვევებში კი, შესაძლოა გახანგრძლივდეს 6 თვემდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მითითებული ლინკები:
Jobs.ge
Hr.ge