გურამ იმნაძე ნარკოპოლიტიკის შესახებ

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო გურამ იმნაძე, “ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტი. მან ილაპარაკა დაგეგმილ ცვლილებეზე საქართველოს კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკების შეძენა და შენახვა გაიმიჯნება გასაღებისგან და თქვა, რომ კანონპროექტი საქართველოს ნარკოპოლიტიკას რეალურად არ ცვლის.