შენიშვნები და მოსაზრებები სასამართლო რეფორმის კანონპროექტებთან დაკავშირებით

logoკოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის

პირველადი შენიშვნები და მოსაზრებები სასამართლო რეფორმის

 კანონპროექტებთან დაკავშირებით

 

წარმოგიდგენთ, კოალიციის სამართლებრივ ანალიზს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც შეეხება “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში, “იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ” საქართველოს კანონსა და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას.

დასაწყისშივე აღვნიშნავთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი მოიცავს კოალიციის მხოლოდ პირველად მოსაზრებებს და ვიტოვებთ უფლებას, საქართველოს პარლამენტსა და კანონპროექტის ინიციატორებს დამატებით მივაწოდოთ მოსაზრებები.