“მოამბის” კითხვებს სოფო ვერძეულმა უპასუხა

პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის პროექტები მთავრობამ მოიწონა და პრლამენტს გადაუგზავნა. 

ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაიწყება საკითხებზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ძალოვანი უწყებების რეფორმასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

“მოამბის”  კითხვებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტმა სოფო ვერძეულმა უპასუხა.