“ქართული ოცნების” მმართველობის ორი წელი

(არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები)

15 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ერთობლივი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა დღეს თბილისი მარიოტში. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ მმართველობის 2-წლიან პერიოდში სხვადასხვა სფეროში მომხდარი ცვლილებები შეაფასეს. ანგარიში მოიცავს სახელმწიფო მართვის, სამართალდამცავი, სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებსა და გამოწვევებს, ასევე საარჩევნო და თვითმართველობის რეფორმასთან, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ლგბტ ჯგუფის უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევები, შშმ პირების მდგომარეობა და ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები.

IMG_2656 IMG_2662 IMG_2668 IMG_2679