ტრენინგი შრომის უფლებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე – ზესტაფონი [photo]

This slideshow requires JavaScript.

24-26 ივნისს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)”, პარტნიორ ორგანიზაციებთან (მწვანე ალტერნატივა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება) ერთად, ზესტაფონში, „ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულთათვის 3-დღიანი ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგის დროს ფეროში დასაქმებულებს მიეწოდათ ინფორმაცია შრომის უფლებების, სამუშაო გარემოს უსაფრთხოების, დავასთან და გაფიცვასთან დაკავშირებული საკითხების, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გარემოსდაცვითი ვალდებულებების, უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების, სოციალური მოძრაობების, მედიასთან კომუნიკაციებისა და სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენების სტრატეგიების შესახებ.

ტრენინგის პარალელურად ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები შეხვდნენ ფეროში დასაქმებულებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს. აქტივისტებს ჰქონდათ საშუალება უშუალოდ მოესმინათ რეგიონში არსებული შრომითი თუ ეკოლოგიური პრობლემების შესახებ, მოემზადებინათ სხვადასხვა ტიპის მულტიმედია პროდუქტი და მოესმინათ ექსპერტების მოსაზრებები დღეისათვის ზესტაფონის წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ.

EMC-ისთან ერთად, ზესტაფონში არსებული პრობლემების შესახებ მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალური სივრცის“ ჟურნალისტი.

პროექტი „ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულთა და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა გაძლიერება შრომითი უფლებებისა და გარემოს დასაცავად“ ხორციელდება „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) ადმინისტრირებით, „მწვანე ალტერნატივასთან” თანამშრომლობით და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დაფინანსებით.