მარინა კურტანიძე და ლინა ღვინიანიძე შრომის ინსპექციასა და უსაფრთხოებაზე

წყარო: რადიო თავისუფლება

7 ივლისს რადიო თავისუფლების სტუმრები იყვნენ მშენებელთა პროფკავშირის თავმჯდომარე მარინა კურტანიძე და EMC-ის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე. მათ ისაუბრეს 6 ივნისს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობის რეკონსტრუქციისას ოთხი ადამიანის დაღუპვის ფაქტსა და იმაზე, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებულთა უსაფრთხოებაზე. მათი თქმით, აუცილებელია ქვეყანაში შეიქმნას ისეთი ტიპის შრომის ინსპექცია, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს დასაქმებულთა უსაფრთხოებას და მინიმუმამდე დაიყვანს სიკვდილისა და თუ დაზიანების ფაქტებს.