ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულება – ერთი წლის შედეგები

29 ივლისს, კოალიციამ “თანასწორობისთვის’ ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების ერთი წლის მონიტორინგის შედეგები წარადგინა.

ანგარიშში ასახულია ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის სრულყოფისა და მისი სათანადო განხორციელების მიზნით გატარებული ქმედებები 2014 წლის მაისიდან 2015 წლის 1 აპრილამდე.

‘კოალიცია თანასწორობისათვის’ ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით დაფუძნდა და ის ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. ესენია: ‘ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია’, ‘ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)‘, ‘საფარი’, ‘კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ‘იდენტობა’.

(ანგარიშის ელექტრონული ვერსიის გადმოსაწერად გადადით ბმულზე.)