სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება

rfsu

2015 წლის სექტემბრიდან, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)” დაიწყო მუშაობა პროექტზე – „EMC-ის მიერ, ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება ორგანიზაციის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ადვოკატირების ხელშეწყობის გზით.“ პროექტი სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) მხარდაჭერით ხორციელდება.

ლგბტ თემი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მარგინალიზებულ სოციალურ ჯგუფს ჩვენს რეალობაში, რომლის წარმომადგენლები ყოველდღიურად განიცდიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, დისკრიმინაციასა და შევიწროებას. ლგბტ პირების უფლებების დაცვის მიზნით, სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა კი არაეფექტურია და არ ასახავს არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად. კვლავაც განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავი ორგანოების მიერ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არაეფექტური გამოძიება და პრევენცია.

პროექტის მიზანია ლგბტ თემისთვის ძალადობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი უფლებრივი გარემოს შექმნის ხელშეწყობა. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში, EMC განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

  • მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში ლგბტ პირთა უფლებების ეფექტური დაცვის ხელშეწყობის მიზნით, ყოვლისმომცველი და ადეკვატური ვალდებულებების გათვალისწინების ადვოკატირება;
  • ჰომოფობიური და ტრანსფობიური მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ეფექტური ბრძოლის მიზნით, სამართალდამცავი ორგანოების სპეციალური სტრატეგიის დოკუმენტების პროექტ(ებ)ის მომზადება;
  • გადაწყვეტილების მიმღები პირების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ლგბტ პირებისთვის ძალადობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობის საკითხებზე;
  • ორგანიზაციის ინსტიტუციური და თეორიული, მათ შორის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების საკითხებში ცოდნის გაძლიერების ხელშეწყობა.

პროექტის განხორციელების პროცესში, EMC აქტიურად ითანამშრომლებს აღნიშნულ თემებზე მომუშავებ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

პროექტის ხანგრძლივობა: 01.09.2015 – 31.12.2016;

პროექტის ბიუჯეტი: 186.920.00 GEL

Strengthening SRHR-based approach in the human rights framework of EMC through tailored capacity building and advocacy activities

From September, 2015, Human Rights Education and Monitoring Center (EMC) has started working on a project – “Strengthening SRHR-based approach in the human rights framework of EMC through tailored capacity building and advocacy activities”. The project is implemented by the help of Swedish Association of Sexual Education (RFSU).

LGBT community represents one of the most marginalized social groups in our reality, the representatives of which go under physical and psychological violence, discrimination and harassment every day. For protecting the LGBT people’s rights, the policy carried out by the state does not reflect adequately the existing challenges and is ineffective. The ineffective investigation and prevention of the hate-crimes by the law-enforcement bodies is the significant problem in this regard.

The goal of the project is to promote the creation of a space free from violence and discrimination towards LGBT community. To achieve this goal EMC will implement the following activities in the frameworks of this project:

  • Advocacy to envisage comprehensive and adequate obligations for promotion an effective protection of LGBT people’s rights in the frameworks of Human Rights Action Plan of the government;
  • Preparation of project(s) on law enforcement bodies’ special strategic documents for effective fight against the crimes committed based on homophobia and transphobia;
  • Promotion to raise awareness of decision-makers about the significance of space free from violence and discrimination for LGBT people;
  • Promotion of strengthening the knowledge about organization’s institutional and theoretical, including, sexual and reproductive health rights.

In the process of project implementation, EMC will actively collaborate with other NGOs working on the above-mentioned topics.

Project Duration: 01.09.2015 – 31.12.2016;

Project Budget: 186.920.00 GEL