აქციები ჩვენი არსობისა [photo]

Coverლუკა პერტაია – ჟურნალისტი

13 ივნისის მოვლენების შემდეგ, „ჭეშმარიტი სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოვლენილ, ხელშესახებ სოლიდარობასა“ თუ „თანამედროვე, გონების უპირატესობაზე დაფუძნებული საქართველოს“ გენეზისზე საუბარს ლოგიკურად მოჰყვა ჩვენი აღფრთოვანება-კმაყოფილების ახალი ტალღა. მოწადინებული მოხალისეების, გაძვირებული თუ უფასო ტაქსების, „ტალახიანი გოგოებისათვის განკუთვნილი ყვავილებისა” და ყურადღების მომადუნებელი ათასნაირი სცენარის  ფონზე, აღარ გვიფიქრია, რომ სასიცოცხლო საპროტესტო იმპულსების გამოხატვა, როგორც სხვა ყველაფერი,  ჩვევაში გადაგვივიდა, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. თითქმის ყოველდღე რაღაცას ვაპროტესტებთ – ნებისმიერი წინააღმდეგობრივი მოვლენის შემდეგ, აქციაზე ვდგავართ: ვაპროტესტებთ მწვანე საფარის განადგურებას, ვეწინააღმდეგებით ქალების ჩაგვრას, მშრომელთა ექსპლუატაციასა და უმძიმეს სამუშაო პირობებს, ვგმობთ ჰომოფობიას, პოლიციელთა მხრიდან უფლებ-მოვალეობების გადაჭარბებას, დისკოთეკისა და ელიტური გართობის ფონზე ვითხოვთ მარიხუანას დეკრიმინალიზებას, ვითხოვთ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და უნივერსიტეტის პირდაპირ დაფინანსებას, აღვნიშნავთ უსახლკარო ცხოველთა საერთაშორისო დღეს, აღვნიშნავთ 17 მაისს, ვადანაშაულებთ სახელმწიფოს ლევან აბზიანიძის მკვლელობაში და ა.შ

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული აქციები მოექცა ჩემი ფოტოაპარატის ობიექტივში.  ეს ფოტო-პროექტი, რომელსაც 2015 წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდის „ცენტრალური“ თუ არც ისე მნიშვნელოვანი აქციების ფოტოები გასდევს ბექგრაუნდად, მომზადდა, რათა ყურადღების გადამტანი სხვადასხვა ივენთის ფონზე გვიბიძგოს, გადავიაზროთ სამოქალაქო აქტივიზმი და პროტესტის გამოხატვის ჩვენში გავრცელებული ფორმები და საშუალებები.

ჩემი ზედაპირული დაკვირვებით:

ფეისბუქ-ივენთზე ვირტუალურ წამსვლელთა (going) რაოდენობის, დაახლოებით, მეათედი მიდის აქციაზე;  საორგანიზაციო ჯგუფმა არასოდეს იცის, როდის გაუმართლებს და როდის შეკრებს „საჭირო“ რაოდენობის ხალხს. თუმცა მნიშვნელოვანია, როდის გაკეთდება ფეისბუქზე “ივენთი”: ადრე თუ გვიან. ისიც მართალია, რომ სოციალურ ქსელებში ინფორმაციის სინათლის სიჩქარით გავრცელების მიუხედავად, საზოგადოების დიდ ნაწილს აქციის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდება. ამიტომ, საჭიროა საზოგადოების ინფორმირებისათვის სხვადასხვა რესურსის ათვისება.

“პროტესტანტთა” რაოდენობას ასევე განსაზღვრავს აქციის თემატიკის აქტუალობა; ხალხის ჩართულობა აქციაში თანაბრად შესაძლებელია დაკავშირებული იყოს პარტიულობასთანაც და აპარტიულობასთანაც. კერძოდ, თუ საზოგადოების ერთი ნაწილი არ წავა აქციაზე, რომელიც რომელიმე პოლიტიკური პარტიის ორგანიზებულია, მეორე ნაწილი დიახაც რომ მხოლოდ პარტიული ნიშნით ორგანიზებულ აქციას დაესწრება; მცირემასშტაბიან აქციებზე, ჩვეულებრივ, ერთი და იგივე ადამიანები დადიან (რადგან ეს აქციები ერთი და იმავე ჯგუფების ორგანიზებულია); ზოგჯერ ჟურნალისტები (ოპერატორებისა და ფოტოგრაფების ჩათვლით) აქციის მონაწილეების რაოდენობის ნახევარზე მეტნიც შეიძლება იყვნენ…

ვფიქრობ, გადასახედია პროტესტის ის ფორმები, რა ფორმებითაც ზემოთ ჩამოთვლილი აქციები ტარდება/ჩატარდა. უფრო სწორად, საჭიროა აქტივიზმის ცნების გადააზრება. არ ვდავობ: კონკრეტულ ფაქტზე სწრაფი რეაქცია, რა თქმა უნდა, აუცილებელია. საქმე ისაა, თუ რა ხდება აქციის შემდეგ. ვფიქრობთ თუ არა, როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი? ვცდილობთ თუ არა, შევისწავლოთ ყველაფერი – ფაქტები, რიცხვები, სტატიები, სხვების გამოცდილება, კანონები, – ყველაფერი, რაც საკითხს უკავშირდება? ვახერხებთ თუ არა, დავიცვათ ჰორიზონტალობის პრინციპი, რომელსაც თეორიულად ასეთი ვნებით ვესწრაფვით?

რა გზას ვირჩევთ – მხოლოდ ქუჩის აქციებზე აქტიურობას, თუ ვიწყებთ აკადემიურ საქმიანობასაც? ვიღებთ თუ არა პასუხისმგებლობას ყველანი ერთად? თუკი მოძრაობა ფორმირდება, ვახერხებთ თუ არა საქმიანობების სწორად გადანაწილებას? შევიმუშავებთ თუ არა შინაგანაწესს? ვიყენებთ თუ არა სოციალურ მედიას? ვთარგმნით, ვიაზრებთ თუ არა სტატიებს, რომლებიც გვასწავლიან, როგორ შეიძლება ხმის მიწვდენა ფართო აუდიტორიამდე? რატომ არ ვიყენებთ „ტვიტერს“/“ინსტაგრამს“ უფრო აქტიურად და რამდენიმე ენაზე? ვპასუხობთ თუ არა კომენტარებს ფეისბუქზე? ვეკონტაქტებით თუ არა მსგავს მოძრაობებს საზღვარგარეთ? რატომ არ ვასრულებთ აქტივისტებისათვის მნიშვნელოვან, „PR მენეჯერების“ ფუნქციას და არ “ვაწუხებთ ხალხს“ – არ ვუკავშირდებით მედიას, ზუსტად გადავცემთ მოძრაობის/აქციის მოთხოვნებს? ვთარგმნით თუ არა ჩვენს „მაღალინტელექტუალურ“ ფრაზებს „ადამიანურ“ ენაზე? იქნებ სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც, მემარცხენე ტალღას მედიის მხრიდან ყურადღება აკლია? ვაქცევთ თუ არა ტექნიკურ საკითხებს ყურადღებას? გვაქვს თუ არა ფული რუპორებისთვის, დიდი ზომის ქაღალდებისთვის, მარკერებისა და სხვა ნივთებისათვის? გვყავს თუ არა ფოტოგრაფები, რომლებიც ყოველთვის მზად იქნებიან, ესა თუ ის მოვლენა გადაიღონ? გვყავს თუ არა „სპიკერები“, რომლებიც გამართულად საუბრობენ და მედიასთან კომუნიკაცია შეუძლიათ? ვიკეტებით სანაცნობო, ახლო წრეში თუ ვფართოვდებით?

აქციებზე გვყავს თუ არა „დაზარალებულები“, „მსხვერპლები“ ან „გმირები“? ვგულისხმობ: მუშების ექსპლუატაციის გაპროტესტებისას გვიდგანან თუ არა გვერდში (ფიზიკურად თუ არა, მორალურად მაინც) მუშები? აღნიშნავს თუ არა  17 მაისს „ღია“, დეკლარირებული ლგბტ თემი და არა მხოლოდ – სოლიდარობის გრძნობით განმსჭვალული ჰეტეროსექსუალები ან ლატენტური ჰომო–ბი–ტრანსსექსუალები (მით უმეტეს, როდესაც აქცია ჩაკეტილ წრეში, პოლიციის მაქსიმალური მობილიზების პირობებში იმართება)?

ვთანამშრომლობთ თუ არა სხვა ორგანიზაციებთან? პატივისცემით ვეპყრობით/ვუყურებთ თუ არა სხვა მოძრაობებს/იდეოლოგიებს? ტაქტიანად ვაკრიტიკებთ მათ თუ აგრესიულები ვართ? მათს კრიტიკას სერიოზულად ვპასუხობთ, თუ სარკაზმი–ირონია–ტროლინგის თინეიჯერულ ობსესიას ვერ ვცდებით?

ეს არასრული ჩამონათვალია იმ (თუნდაც რიტორიკული) კითხვებისა, რომლებზე პასუხების პოვნის შემთხვევაში, თითქმის დარწმუნებული ვარ, მოიგებს ნებისმიერი მოძრაობა, ორგანიზაცია თუ ჯგუფი.

და ბოლოს, ზედმეტად უიმედო დასასრული რომ არ გამოგვივიდეს, თბილისის თვითორგანიზებისა და სოლიდარობის ქსელები (#SelfOrgNetwork და #SolNetTbilisi) გავიხსენოთ – მოძრაობა, რომელმაც მოახერხა დაეკავშირებინა თეორიული მომზადების მაღალი დონე პრაქტიკასთან და საკმაოდ ფართო აუდიტორიაზეც გავიდა. მათ გზაზე დადგა ზაფხულში ახალი მოძრაობა საკმაოდ აბსტრაქტული სახელით: „ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ“, რომელიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კუთხით აპირებდა მუშაობის, საჯარო შეკრებებისა და პერმანენტული აქციების გაგძელებას, ახლა კი კარგა ხანია, არ გამოჩენილა; ახალთახალი მოძრაობის ფესვები კი სულ რაღაც ორიოდე დღის წინ ჩაისახა (ამაზე საუბარი, ალბათ, მაინც ნაადრევია): თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც „ყველას (განათლების სამინისტროს, რექტორს, ტუტორებს, ლექტორებს, სტუდენტებს) გვახსენებენ, რომ უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებს მოგვარება სჭირდება და რომ სტუდენტები დიდი ძალაა, რომელსაც რეალურად შეუძლია მათი გადაჭრა“…

04.04 - უსახლკარო ცხოველთა საერთაშორისო დღე

04.04 – უსახლკარო ცხოველთა საერთაშორისო დღე

04.04 - უსახლკარო ცხოველთა საერთაშორისო დღე

04.04 – უსახლკარო ცხოველთა საერთაშორისო დღე

17.04. - "მწვანე მუშტი – დივერსანტის პასუხი სახელმწიფოს"

17.04. – “მწვანე მუშტი – დივერსანტის პასუხი სახელმწიფოს”

17.04. - "მწვანე მუშტი – დივერსანტის პასუხი სახელმწიფოს"

17.04. – “მწვანე მუშტი – დივერსანტის პასუხი სახელმწიფოს”

17.04. - "მწვანე მუშტი – დივერსანტის პასუხი სახელმწიფოს"

17.04. – “მწვანე მუშტი – დივერსანტის პასუხი სახელმწიფოს”

17.04. - "მწვანე მუშტი – დივერსანტის პასუხი სახელმწიფოს"

17.04. – “მწვანე მუშტი – დივერსანტის პასუხი სახელმწიფოს”

17.04. - "მწვანე მუშტი – დივერსანტის პასუხი სახელმწიფოს"

17.04. – “მწვანე მუშტი – დივერსანტის პასუხი სახელმწიფოს”

2.06 – "არ დაიჭირო"

2.06 – “არ დაიჭირო”

????????????????????????????????????

2.06 – “არ დაიჭირო”

????????????????????????????????????

2.06 – “არ დაიჭირო”

????????????????????????????????????

2.06 – “არ დაიჭირო”

 

6.06 - SOS თბილისი

6.06 – SOS თბილისი

6.06 - SOS თბილისი

6.06 – SOS თბილისი

19.06 - აქცია "ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ!"

19.06 – აქცია “ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ!”

19.06 - აქცია "ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ!"

19.06 – აქცია “ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ!”

19.06 - აქცია "ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ!"

19.06 – აქცია “ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ!”

19.06 - აქცია "ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ!"

19.06 – აქცია “ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ!”

19.07 - პაNOრამა

19.07 – პაNOრამა

19.07 - პაNOრამა

19.07 – პაNOრამა

19.07 - პაNOრამა

19.07 – პაNOრამა

19.07 - პაNOრამა

19.07 – პაNOრამა

3.09 - შრომა არ არის იოლო - აქცია მაღაზიათა ქსელ "იოლის" აღმაშენებლის ფილიალთან

3.09 – შრომა არ არის იოლო – აქცია მაღაზიათა ქსელ “იოლის” აღმაშენებლის ფილიალთან

3.09 - შრომა არ არის იოლო - აქცია მაღაზიათა ქსელ "იოლის" აღმაშენებლის ფილიალთან

3.09 – შრომა არ არის იოლო – აქცია მაღაზიათა ქსელ “იოლის” აღმაშენებლის ფილიალთან

3.09 - შრომა არ არის იოლო - აქცია მაღაზიათა ქსელ "იოლის" აღმაშენებლის ფილიალთან

3.09 – შრომა არ არის იოლო – აქცია მაღაზიათა ქსელ “იოლის” აღმაშენებლის ფილიალთან

3.09 - შრომა არ არის იოლო - აქცია მაღაზიათა ქსელ "იოლის" აღმაშენებლის ფილიალთან

3.09 – შრომა არ არის იოლო – აქცია მაღაზიათა ქსელ “იოლის” აღმაშენებლის ფილიალთან

14.09 - არა კომერციულ უნივერსიტეტს!

14.09 – არა კომერციულ უნივერსიტეტს!

14.09 - არა კომერციულ უნივერსიტეტს!

14.09 – არა კომერციულ უნივერსიტეტს!

14.09 - არა კომერციულ უნივერსიტეტს!

14.09 – არა კომერციულ უნივერსიტეტს!

—————————————————————————–

პუბლიკაცია მომზადებულიაადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტროინგის ცენტრის (EMC)“ “სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმისფარგლებში, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ისმხარდაჭერით ხორციელდება

პუბლიკაციაში მოტანილი მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და NED-ის პოზიციას.