უმაღლესი განათლება, როგორც საბაზრო პროდუქტი

თამუნა ქებურია – სოციოლოგიის მაგისტრი

Pre-script:

ბლოგ-პოსტი წარმოადგენს უმაღლესი განათლების სისტემის მოკლე და ზედაპირულ მიმოხილვას. მას არ აქვს პრეტენზია ღრმა და სისტემატურ კვლევაზე. ასევე, არ აქვს პრეტენზია განათლების კონცეფციის, ფილოსოფიის, ისტორიისა თუ დისკურსის ანალიზზე ან კრიტიკაზე.

In – script:

  • ენა:

ბლოგ-პოსტი ძირითად საოკმუნიკაციო ენად იყენებს ემპირიული მონაცემებს – ციფრებს რიცხვებს, სტატისტიკურ მასალას, დიაგრამებს, ცხრილებს და ა.შ., რომელთა ჭეშმარიტებაზე ბლოგ-პოსტის ავტორები პასუხს ვერ აგებენ. ეს ის საერთაშორისო ენა, ის მეთოდოლოგიაა, რომლის ჭეშმარიტებაზეც, დღესდღეობით, შეთანხმებულია გლობალური სამყარო. რაოდენობრივი მონაცემი საერთაშორისოდ დამკვიდრებული სტანდარტია. სამყაროს მათემატიკური მოდელები მომავლის გამომთვლელ მანქანებს ჰგავს – მათ წინასწარ შეუძლიათ ყველაფრის განჭვრეტა. კარტეზიანულ კოორდინატთა სისტემაში ყველასთვის არის ადგილი მცირე ზომის წერტილების სახით, რომლებსაც ინდივიდების პირადი ნომრები აქვთ მინიჭებული. ეს წერტილები თითქოს ქაოსურად მოძრაობენ, თუმცა საბოლოოდ ყველაფერს „ბაზარი არეგულირებს“.

დემოგრაფიული მონაცემები, სოციალური სტატუსი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ყოველთვიური შემოსავალი, IQ-ის დონე, ზოგადი ინტერესები – ეს იმ მონაცემების არასრული სიაა, რომელებსაც მომავლის გამომთვლელი მანქანა მარტივი არითმეტიკის ციფრულ ელემენტებად თარგმნის და შესაშური სიზუსტით განსაზღვრავს აღნიშნული ადამიანური ერთეულის (ან ადამიანური კაპიტალის) სამომავლო მოქმედების ამპლიტუდას.

შესაბამისად, მოცემული ბლოგი ცდილობს საქმის გამარტივებას და იყენებს ზუსტი მეცნიერების ენას.

  • კონტენტი:

ბლოგ-პოსტი მიმოიხილავს უმაღლესი განათლების როლს და დანიშნულებას თანამედროვე საზოგადოებაში, თუმცა აქ აღნიშნულის თაობაზე კონკრეტულ ჩანაწერს ვერ იპოვით. ერთადერთი, რასაც იპოვით დიაგრამები, ციფრები და სტატისტიკური მონაცემებია. აქ მინიმუმამდეა დაყვანილი ავტორების პირადი ინტერპრეტაციები და ტექსტი მთლიანად ემპირიულ მონაცემებზეა აგებული.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პოსტის ავტორებს არ გააჩნიათ თავიანთი კონკრეტული მოსაზრებები და ხედვები ამ მონაცემებთან და ზოგადად, საკითხთან დაკავშირებით.

Behind the script:

განათლების პროცესი პოლიტიკური აქტია. არ არსებობს განათლება, რომელიც „ნეიტრალური“ ან პოლიტიკური იმპლიკაციისგან დაცლილია. განათლება ფუნქციონირებს ორგვარად – როგორც სოციალიზაციის აქტი, რათა ახალი თაობები მარტივად ინტეგრირდნენ არსებული სისტემის ლოგიკურ დისკურსში და უზრუნველყონ მისი სამომავლო ფუნქციონირება, ან ის ხდება „განთავისუფლების აქტი“, საშუალება, რომლითაც ადამიანები კრიტიკულად მიუდგებიან რეალობას და მიხვდებიან, თუ როგორ უნდა მოახდინონ ამ რეალობის ტრანსფორმაცია (Freire, 1985). განათლების როლი არსებითია ცივილიზაციისა და კულტურის კვლავწარმოების პროცესშიც. განათლების საშუალებით, ახალ თაობებს ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკები გადაეცემა. განათლება, რომელიც იყენებს ენას, ისტორიას, ხელოვნებას  და ლიტერატურას, ასევე პოლიტიკურ მითოლოგიას, არის ე.წ. „ახალი ნაციის“ დაბადების წინაპირობა. სასწავლო დაწესებულებებში წარმოშობილ “ახალ ნაციებს” ენიჭებათ ლეგიტიმაცია, მოახდინონ ინოვაციური, რევოლუციური ცვლილებები, რომელიც, თავის მხრივ, შექმნის ახალ მითებს, გამოცდილებებს, ღირებულებებსა და სიმბოლოებს, დასაბამს მისცემს ახალ “ოქროს ხანებს” თუ თავგანწირულ გმირობებს, რომლებიც, თავის მხრივ, ახალი ინსპირაციის წყარო იქნება მომდევნო თაობებისთვის (Koh, 2010).

არსებობდა მოსაზრება, რომ დღევანდელი ინფორმაციული საზოგადოება უფრო მეტად დემოკრატიული და ეგალიტარული უნდა ყოფილიყო, ვიდრე წინამორბედი საზოგადოებები, ვინაიდან იმ მატერიალურ რესურსებს, რომლებიც განაპირობებდა ინდუსტრიულ საზოგადოების კლასობრივ წყობილებას და უსამართლოდ იყო განაწილებული მასებს შორის, ჩაანაცვლებდა „მენტალური რესურსი“, რომელიც „ყველას თანაბრად ეძლეოდა დაბადებისთანავე“ (Masuda, 1983). თუ ამ ლოგიკას მივყვებით, მაშინ განათლება უნდა ყოფილიყო კლასობრივი გარღვევის განმაპირობებელი ფაქტორი, ემანსიპაციის საშუალება, ან სულ ცოტა, იმის განმსაზღვრელი, საზოგადოების სამ კლასს შორის, რომელ ერთში დაიმკვიდრებდი ადგილს. ჰაბერმასი ამ პროცესს სოციალურ დარვინიზმს უწოდებს, თუმცა..

ინდუსტრიული საზოგადოებიდან ინფორმაციულ საზოგადოებაზე ტრანზიციის პროცესში წარმოიშვა ერთგვარი კულტურული ფაქტორები – ეკონომიკური მდგომარეობა, გეოგრაფიული მდებარეობა, გენდერი, ეთნიკური კუთვნილება, ასაკი და სხვა. ცოდნა, რომელიც წარმოადგენს პრიორიტეტულ „საქონელს” დღევანდელ საზოგადოებაში, მოცემული ფაქტორების პროპორციულად ნაწილდება ინდივიდებს შორის. შესაბამისად, განაწილების პროცესი არის არათანაბარი, არათანასწორი და უსამართლო – „უფრო მეტი ეძლევათ მათ, ვისაც მეტი აქვს და უფრო ნაკლები იმათ, ვისაც ნაკლები აქვს“. ამის გარდა, „იმ ჯგუფებს, რომლებსაც უკავიათ პრივილეგირებული სოციალური პოზიციები, გააჩნიათ ძალაუფლება გადაწყვიტონ თუ რა არის კულტურულად ღირებული.“ (Flecha, 1999). მათი გადაწყვეტილებები მორგებულია დომინანტი, ჰეგემონიური ძალის განვითარების და ერთპიროვნული ძალაუფლების შენარჩუნების მიზნებს.

Outside the script:

ნეო-ლიბერალური თუ კაპიტალისტური იდეოლოგიის პირობებში, “ადამიანური კაპიტალის” განვითარების სახელით ხდება განათლების უპირობო სტანდარტიზაცია, სისტემატიზაცია და ოპტიმიზაცია. ამ პირობებში, განათლება არის არა უწყვეტი და განგრძობითი პროცესი, რომელიც ორიენტირებული იქნება უკეთესი სამყაროს შექმნაზე, საზოგადოების არსებობის პირობების გაუმჯობესებაზე და ა.შ., არამედ იქცა თვითმიზნად – მოიპოვო ჯერ ბაკალავრის, შემდე მაგისტრის ხარისხი. უკეთეს შემთხვევაში, გააგრძელო მუშაობა სადოქტორო თემაზე, ხოლო უარეს შემთხვევაში დაიწყო ან ვერ დაიწყო მუშაობა. მოცემულ დისკურსში სამსახურის შოვნა ან ვერ შოვნა წმინდა სტატისტიკურ მონაცემად რჩება (რადგან დასაქმება თუ დაუსაქმებლობა ვერ განსაზღვრავს პიროვნების პირადი თავისუფლების ხარისხს. ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც, ინდივიდი კაპიტალისტური ბაზრის ერთეულად რჩება, რომელსაც ბაზრის ლოგიკა არეგულირებს). მოცემულ სისტემაში, სწავლის, როგორც პროდუქტის ათვისების პროცესი ბაზრის ლოგიკაზეა მიბმული – მთავარია ბარიერი გადალახო, შიგადაშიგ ლექციებს დაესწრო, სწავლის გადასახადი დაფარო, ხოლო ყველაფერი დანარჩენი თავისთავად მოდის – ცოდნაც, განათლებაც, აკრედიტირებული დიპლომიც და “პრივილეგიაც” სამუშაო ბაზარზე.

სტატუსშეწყვეტილ სტუდენტთა სტატისტიკა

 

განათლების უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური სოციალური უფლება, რომლის თანახმად, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს განათლება, სწავლის ნებისმიერ საფეხურზე. მოცემული უფლება, სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად, რეგულირდება საქართველოს კანონით უმაღლესი განათლების შესახებ[1].

არსებობს არაერთი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის ახალგაზრდებს მიიღონ უმაღლესი განათლება და მოიპოვონ ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი. ფაქტორების მცირე და არასრული ჩამონათვალი:

სასწავლო გადასახადი:               საშუალო ხელფასი[2]:          საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი[3]:

წელიწადში – 2250 ლარი.           წელიწადში: 8550                 წელიწადში: 3041,4

თვეში – 187,5 ლარი.                   თვეში: 712,5                        თვეში: 253,45

  • სტუდენტური საერთო საცხოვრებლები:

“სტუდენტებისთვის თბილისში 300-ადგილიანი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა 2015 წელს დასრულდება“[4].

სტუდენტების რაოდენობა (საქსტატი):

Untitled

  • შიდა საუნივერსიტეტო პრობლემები: 
  • ბიუროკრატიის მაღალი დონე საჯარო უნივერსიტეტებში;
  • და სხვა.

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების არასრულ სიას ასევე ემატება ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი, არასტაბილური ეკონომიკური გარემო, გაუმართავი და არაეფექტური შრომის ინსპექცია და სხვა უამრავი პრობლემა, რომლიც აიძულებს სტუდენტებს უარი თქვან სწავლის გაგრძელებაზე და მის დასრულებაზე. სტუდენტებს უჩერდებათ ან უარეს შემთხვევაში, უწყდებათ სტუდენტის სტატუსი და ხარისხის დაცვის გარეშე ტოვებენ უმაღლეს სასწავლებლებს.

სტატუსშეწყვეტილი სტუდენტების სტატისტიკა:

ილია

ტსუ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

განცხადება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სტატუსშეწყვეტილი სტუდენტების რაოდენობის შესახებ.

ინფორმაციის გამოთხოვის თარიღი: 18.08.2015.

ზოგადი ადმინისტრაციის კანონით დადგენილი, საჯარო ინფორმაციის მომზადებისთვის გათვალისწინებული 10-დღიანი სამუშაო ვადის გასვლის მიუხედავად (დღეის მდგომარეობით გასულია 20 სამუშაო დღეზე მეტი), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ დეპარტამენტს დღემდე არ მოუწოდებია გამოთხოვილი ინფორმაცია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

განცხადება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სტატუსშეწყვეტილი სტუდენტების რაოდენობის შესახებ საჯარო უნივერსიტეტებში საქართველოს მასშტაბით.

ინფორმაციის გამოთხოვის თარიღი: 20.08.2015.

Untitled3

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, რომ „2011 წლის 22 ივლისს N127/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრის წარმოების წესის“ [..], მე-7 მუხლის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკისრებათ რეესტრში ინფორმაციის სრული და სწორი შეტანა.“ [..] „სამწუხაროდ, საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის მონაცემთა ბაზების არსებული ინფორმაციის ხარისხის დონე მნიშვნელოვნად განპირობებულია ბაზის პროექტირების პროცედურული და ტექნიკური ხარვეზებით, რომლებიც დაშვებული იყო ადრეულ ეტაპზე…“

სხვა სიტყვებით, განათლების და მეცნიერების სამინისტროს სტუდენტური ბაზების წარმოების და ადმინისტრირების პასუხისმგებლობა დელეგირებული აქვს საჯარო უნივერსიტეტებისთვის, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ თვითონ ვერ იქნება პასუხისმგებელი უშუალოდ უნივერსიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე.

საქართველოს სტატისტიკური დეპარტამენტის მონაცემები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ და კურსდამთავრებულ სტუდენტთა შესახებ:

სტატ

სასწავლო პერიოდად რომ საშუალოდ 4 წელი ავიღოთ, და შესაბამისად, 4 წელის პერიოდის განმავლობაში გამოვთვალოთ თუ რამდენმა სტუდენტმა ჩააბარა უმაღლეს სასწავლებლებში და ამათგან რამდენმა დაასრულა სწავლა, შედეგად მივიღებთ შემდეგი სახის ცხრილს (ანგარიშის შედეგად მიღებული მონაცემები არის პირობითი და არაზუსტი, რადგან არ ითვალისწინებს სხვადასხვა ფაქტორს, როგორიცაა სწავლის გახანგრძლივება, აკადემიურის აღება და ა.შ.):

stat2

stat3

ბიბლიოგრაფია:

  • Reviewed Work: The Politics of Education: Culture, Power and Liberation by Paulo Freire, Donaldo Macedo. Review by: Rosa Del Carmen Bruno-Joffre. Canadian Journal of Education
  • Koh S. Serene (2010). „National Identity And Young Children“; University of Michigan.
  • Yoneji Masuda – „The Information Society as Post-industrial Society“, 1983.
  • Ramón Flecha – “New Educational Inequalities”, CRITICAL EDUCATION IN THE NEW INFORMATION AGE, 1999.

ბლოგზე მუშაობის პროცესში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით:

თვითორგანიზების ქსელს და მის წარმომადგენლებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC)

ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიწონა და გამოგვეხმაურა FB-გვერდზე

„სტატუსშეწყვეტილი სტუდენტების პლატფორმა“

„სტატუსშეწყვეტილი სტუდენტები“ – პროექტზე მუშაობენ:

სალომე ლაცაბიძე

თამუნა ქებურია

————————————————————————————————————————

[1] საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ

[2] საქსტატი, 2012 წლის მონაცემი (საშულაო ხელფასი შემდეგნაირად ითვლება: სახელფასო ფონდი დასაქმებულთა რაოდენობაზე იყოფა და ამ უხეში გათვლით დგება საშუალო ხელფასი.)

[3] საქსტატი, 2012 წლის მონაცემი

[4] რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის სამინისტრო

————————————————————————————————————————

პუბლიკაცია მომზადებულიაადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტროინგის ცენტრის (EMC)“ “სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმისფარგლებში, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ისმხარდაჭერით ხორციელდება

პუბლიკაციაში მოტანილი მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და NED-ის პოზიციას.