კოალიცია პროკურორთა პირველი კონფერენციის ჩატარებას ეხმაურება

logoმიმდინარე წლის სექტემბერში „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით შეიცვალა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურები.

მთავარი პროკურორის შერჩევა/დანიშვნის პროცესში მნიშვნელოვანი როლი დაეკისრა ახლადშექმნილ ორგანოს – საპროკურორო საბჭოს, რომელიც 15 წევრისგან შედგება და რომლის შემადგენლობაშიც შედიან იუსტიციის მინისტრი, პარლამენტის 2 წევრი, საერთო სასამართლოების 2 მოსამართლე, სამოქალაქო/სამეცნიერო სფეროს 2 წარმომადგენელი და 8 პროკურორი. საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს პროკურორთა კონფერენცია, რომელიც აერთიანებს პროკურატურაში მომუშავე ყველა პროკურორსა და გამომძიებელს. სწორედ კონფერენციის უფლებამოსილებას წარმოადგენს საპროკურორო საბჭოს წევრი 8 პროკურორის შერჩევა.

საპროკურორო საბჭოს და პროკურორთა კონფერენციის, როგორც კოლეგიური და წარმომადგენლობითი ორგანოების შექმნა პროკურატურის სისტემაში დადებითად შეფასდა კოალიციის მიერ. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი მექანიზმი პროკურატურის დამოუკიდებლობის გაზრდისთვის, ინდივიდუალური პროკურორის გაძლიერებისა და ანგარიშვალდებული, საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილი პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბებისთვის.

კოალიციას სურს გამოეხმაუროს 19-21 ოქტომბერს გამართულ საქართველოს პროკურორთა პირველ კონფერენციას, რომელზეც  საპროკურორო საბჭოს  8 პროკურორი წევრი შეირჩა.

აღსანიშნავია, რომ საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი დახურულ ვითარებაში, პროკურორთა კონფერენციის მიღმა წარიმართა. კერძოდ დაკვირვების საშუალება არ არსებობდა:

  • პროკურორთა და გამომძიებელთა საინიციატივო ჯგუფების (რომელიც ასახელებს კანდიდატებს) შექმნის პროცესზე;
  • ადმინისტრაციული კომიტეტის (რომელიც აორგანიზებს არჩევნების პროცესს და ასრულებს საარჩევნო კომისიის ფუნქციებს) შექმნის პროცესზე;
  • საინიციატივო ჯგუფების მიერ საბჭოს წევრობის კანდიდატების დასახელების პროცესზე. 

პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ არც “პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონი და არც  პროკურორთა კონფერენციის რეგლამენტი დეტალურად არ გაწერს, რა პროცედურებით იქმნება საინიციატივო ჯგუფები, როგორი უმრავლესობით იღებენ ეს ჯგუფები საპროკურორო საბჭოს წევრის კანდიდატურის წარდგენაზე გადაწყვეტილებას, რა პროცედურით უნდა დაკომპლექტდეს ადმინისტრაციული კომიტეტი. ამდენად, ბუნდოვანი იყო ცალკეული პროცესუალური საკითხებიც.  ზემოაღნიშნულ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა შესაბამისი წესის არარსებობის პირობებში, იმ ეტაპზე, როდესაც პროკურორებს კონფერენციის რეგლამენტის დოკუმენტი ჯერ არ ჰქონდათ მხარდაჭერილი და დამტკიცებული. შესაბამისად, უცნობია, რამდენად დემოკრატიული და სამართლიანი იყო შიდა პროცესები.

უშუალოდ კონფერენციის სხდომების მიმდინარეობასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციამ ორგანიზებულ და მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ის ღია და ხელმისაწვდომი იყო მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. თუმცა, 12 საინიციატივო ჯგუფის მიერ საპროკურორო საბჭოს წევრობის 17 კანდიდატის დასახელების დახურულმა პროცესმა უდავოდ ჩრდილი მიაყენა თავად კენჭისყრის პროცესს.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა არ იძლევა საკმარისად მოქნილ მექანიზმებს ინდივიდუალური პროკურორებისთვის, რომ წარადგინონ კანდიდატურები საპროკურორო საბჭოს წევრობისთვის. აღნიშნულის უფლებამოსილებას პროკურატურის შესახებ კანონი ანიჭებს მინიმუმ 30 პირისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც მაქსიმუმ ორი კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს. იმ პირობებში კი, როდესაც პროკურატურის გამომძიებელთა და პროკურორთა რაოდენობა შეზღუდულია და მათ მხოლოდ ერთ საინიციატივო ჯგუფში შეუძლიათ გაწევრიანება, პროკურორთა კონფერენცია რეალურად შეიძლება დადგეს ისეთი ვითარების წინაშე, როდესაც არ შეიქმნება საკმარისი რაოდენობის საინიციატივო ჯგუფი, ან შექმნილი საინიციატივო ჯგუფები ვერ წარადგენს საკმარისი რაოდენობის კანდიდატებს, შედეგად კი კონფერენციას არ  მიეცემა მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი ჯერ არ დასრულებულა და მნიშვნელოვანია დანარჩენი 6 წევრის შერჩევა მოხდეს გამჭვირვალე და დემოკრატიული პროცედურებით, შერჩეული კანდიდატები კი სარგებლობდნენ მაღალი საზოგადოებრივი ნდობით.

კოალიცია აგრძელებს პროკურატურის სისტემაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის წესის რეფორმის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება პროკურატურის სრული პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის საკითხი  და ამ კუთხით აუცილებელია დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით მუშაობის გაგრძელება, აღნიშნულ პროცესში კოალიცია  გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს შემდგომი რეფორმების დაგეგმვის მიმართულებით.

The Coalition’s Opinion on the First Meeting of the Prosecutors Assembly

 

The September 2015 amendments to the Law on Prosecutor’s Office have changed procedures for the appointment of Prosecutor General.  The amendments introduced Prosecutorial Council consisting of 15 members including Minister of Justice, 2 Parliament Members, 2 common court judges, 2 representatives of the academia, and 8 prosecutors.  The Council has been endowed with an important role in the selection and appointment of Prosecutor General.  The amendments also introduced Prosecutors Assembly, which includes all prosecutors and investigators working for the Prosecutor’s Office.  The Assembly is responsible for the election of 8 members of the Prosecutorial Council.

The Coalition positively assessed the fact of introduction of Prosecutorial Council and Prosecutors Assembly as collegial bodies representing prosecutors. We hope that this novelty will serve as a mechanism for increasing independence of the Prosecutor’s Office and empowering individual prosecutors with an aim to create an accountable and trustworthy Prosecutorial System.

With this statement the Coalition responds to the first conference of the Prosecutors Assembly which took place on October 19-21.  The conference elected 8 members of the Prosecutorial Council.

It needs to be noted that a significant part of the election process took place beyond the scope of the Prosecutors Assembly.  More specifically, observers did not have an opportunity to monitor:

  • The process of creation of prosecutors’ and investigators’ groups responsible for nominating candidates;
  • The process of establishment of the Administrative Committee (responsible for managing the process of elections and serving the role of the Election Commission);
  • The process of nomination of candidates by prosecutors’ and investigators’ groups.

The Law on the Prosecutor’s Office or the Prosecutors Assembly bylaws do not provide rules for how the groups responsible for nominating candidates are created, how they make decisions regarding specific nominations, and based on which procedure the Administrative Committee is created.  Therefore, various procedural issues are unclear.  The above issues were decided in the absence of the Prosecutors Assembly bylaws which at the time were not supported and approved.  Thus, it is unclear whether the internal selection processes were democratic and fair.

The conference itself was well organized and open to representatives of media and observing organizations.  However, the closed nature of the process which led to the nomination of 16 candidates by 8 groups did compromise elections.

We need to note that the existing law does not provide flexible mechanisms which would allow individual nominations by prosecutors.  The right to nominate a candidate is a prerogative of groups including at least 30 individuals, which can nominate 2 candidates at maximum.  In view of the fact that the number of prosecutors and investigators is limited and each of them is allowed to be a member of one group only, the Prosecutors’ Assembly may face a problem of an insufficient number of nominating groups or an insufficient number of candidates as a result of which the Assembly’s choices will be limited.

The process of composition of Prosecutorial Council has not been finalized and it is important to ensure selection of the remaining 6 members in accordance with transparent and democratic procedures.  It is also crucial to ensure that selected candidates enjoy a high degree of public trust.

The Coalition continues to monitor the processes which take place within the Prosecutorial system.   It needs to be reiterated that despite amendments to the rules for the selection of Prosecutor General, the problem of ensuring full political neutrality of Prosecutor’s Office is still acute.  In order to address this challenge it is still important to carry out additional legislative changes in this direction.  The Coalition is ready for partnerships with an aim of planning further reforms.