სამუშაო შეხვედრა ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულებთან

26-27 ოქტომბერს, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” ორგანიზებით ჩატარდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ინდუსტრიულ ზონებში (ჭიათურაში, ზესტაფონსა და კაზრეთში) დასაქმებულებთან.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო სხვადასხვა რეგიონის დასაქმებულებს შორის კომუნიკაციის გაძლიერება და მათი შეხვედრა აქტივისტურ ჯგუფებთან. შეხვედრის მონაწილეებმა დაამუშავეს საწარმოზე რეგიონების დამოკიდებულების, გაერთიანებული წინააღმდეგობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების საკითხები; განიხილეს საერთო პლატფორმის შექმნის იდეა, რომლის ფარგლებშიც პროფკავშირები, მემარხცხენე აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, საკუთარი ორგანიზაციული სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარს დაუჭერენ მძიმე ინდუსტრიაში დასაქმებულთა შრომით უფლებებს;

სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროექტ „ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულთა და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა გაძლიერება შრომითი უფლებებისა და გარემოს დასაცავად” ფარგლებში, რომელსაც EMC ასოციაცია “მწვანე ალტერნატივასთან“ ერთად ახორციელებს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან თანამშრომლობით.

This slideshow requires JavaScript.