დისკუსია – შრომის პირობებისა და უსაფრთხოების ინსპექტირების მექანიზმის განვითარება

event

2 ნოემბერი, 10:00 სთ.

 

სასტუმრო „მერკური“ – ვახტანგ გორგასლის ქ. #9, თბილისი

 

ორშაბათს, 2 ნოემბერს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ორგანიზებითგაიმართება საჯარო დისკუსია საქართველოში შრომის პირობებისა და უსაფრთხოების საკითხებზე. დისკუსიის მიზანია, ხელი შეუწყოს ღია დიალოგს შრომის პირობებისა და უსაფრთხოების პრობლემების და მათი დაძლევის ეფექტიანი მექანიზმის შექმნაზე. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, პროფკავშირების, ბიზნესგაერთიანებების და დონორი ორგანიზაციების, მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლები.

2015 წლის თებერვალში, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველომ შეიმუშავა შრომის ინსპექციის მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა. 2015 წლის მარტში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაზე დაფუძნდა შრომის ინსპექციის დეპარტამენტი, რომლის მანდატი, ძირითადად, რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლება.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის დაფინანსებით, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებში ის სწავლობს ახალი პროგრამისა და შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ეფექტიანობას და ამ კუთხით საერთაშორისო გამოცდილებას. შეხვედრაზე EMC-ის წარმომადგენლები მიმდინარე კვლევის შედეგებს წარადგენენ.

პროგრამა

10:00-10:10 – თამარ ქაროსანიძე, ACCESS-ის პროექტის ხელმძღვანელი: მისასალმებელი სიტყვა;

10:10-10:30 – ელზა ჯგერენაია, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: „შრომის ინსპექციის დეპარტამენტის საქმიანობა და სამომავლო გეგმები“;

10:30-10:50 – ლინა ღვინიანიძე, სოციალური უფლებების პროგრამის დორექტორი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) – „შრომის პირობების და უსაფრთხოების გამოწვევები საქართველოში, წინასწარი დაკვირვებები შრომის ინსპექციის დეპარტამენტზე და EMC-ის პროექტის პრეზენტაცია“;

10:50-11:10 – ჟოლტ დუდაში, უფროსი ტექნიკური მრჩეველი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) – “შრომის ინსპექციის შედეგად სამუშაო პირობების გაუმჯობესება – ამჟამინდელი მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივა – ILO-ს ხედვა“;

11:10-11:30 – ირაკლი პეტრიაშვილი, თავმჯდომარე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება – „პროფკავშირების ხედვა“;

11:30-13:00 – დისკუსია.

 

სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტი (ACCESS) არის 5,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, ხუთწლიანი პროექტი, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).