პროფკავშირები და გაფიცვების გამოცდილება

ავტორი: ბექა წიქარიშვილი

რა უშლის ხელს გაფიცვებს, რომ პროტესტის ამ ფორმამ სასურველი შედეგი გამოიღოს? რამდენად რეალურია, რომ მძიმე ინდუსტრიაში დასაქმებულმა ადამიანებმა საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ამ ფორმით მიაღწიონ? როგორია გაფიცვების გამოცდილება ჭიათურასა და ზესტაფონში და როგორ პასუხობდა მათ პროტესტს საწარმოების ადმინისტრაცია და სახელმწიფო? რა წინააღმდეგობებია საკანონმდებლო დონეზე და პრაქტიკაში გაფიცვების, როგორც დასაქმებულთა უფლების რეალიზებაში?

ამ თემებზე საუბრობენ EMC-ის მიერ მომზადებულ ვიდეოში, მძიმე ინდუსტრიის სფეროში დასაქმებული ადამიანები.

ვიდეო მომზადებულია EMC-ისა და ასოციაცია მწვანე ალტერნატივას ერთობლივი პროექტის “ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულთა და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა გაძლიერება შრომითი უფლებებისა და გარემოს დასაცავად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან თანამშრომლობით