პროექტის პრეზენტაცია – “პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა პოლიციის საქმიანობაში”

IMG_15912015 წლის 18 ნოემბერს, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)” გამართა ახალი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც პოლიციის საქმიანობის მონიტორინგს შეეხება.

პროექტის ფარგლებში EMC გეგმავს განახორციელოს პოლიციის საქმიანობის მონიტორინგი და მოახდინოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესაძლო დარღვევის ფაქტების დოკუმენტირება.

მონიტორინგი განხორციელდება სპეციალურად პროექტის მიზნებისთვის შექმნილი მეთოდოლოგიით, რომლის შემუშავებაში ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდა შესაბამისი გამოცდილების მქონე ექსპერტი.

მონიტორინგი განხორციელდება ოთხი ძირითადი მიმართულებით. ორგანიზაცია დააკვირდება და შეისწავლის მაღალი თანამდებობის პირების საჯარო გამოსვლებსა და განცხადებებს, ასევე საჯარო შეკრებებს, ნარკოტიკული დანაშაულის ფაქტებს. ასევე, განხორციელდება განწყობების კვლევა და მოქმედი სამართლებრივი სივრცის ანალიზი. ოთხივე მიმართულებაში აქცენტი გაკეთდება პოლიციის მხრიდან საკუთარი ვალდებულებების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვით განხორციელებაზე.

პროექტის ფარგლებში  ორგანიზაცია მონიტორინგს განხორციელებს თბილისსა და კახეთში. მონიტორინგი დაიწყება მიმდინარე წლის ნოემბერში და დასრულდება 2016 წლის ივლისში. პროექტის დასასრულს ორგანიზაცია წარმოადგენს მონიტორინგის შედეგების შემაჯამებელ ერთიან ანგარიშს.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სამართალდამცავი ორგანოების ავტონომიისა და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდას, ასევე პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის განმტკიცებას. თანამედროვე სამართალდამცავი სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სწორედ პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, პროფესიული და ეფექტური საპოლიციო ძალების შექმნა და ფუნქციონირება წარმოადგენს. პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების კუთხით გადადგმული ცალკეული ნაბიჯების მიუხედავად, პოლიციის სისტემის სრული დეპოლიტიზირების საკითხი კვლავ აქტუალური რჩება.

პროექტი “პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა პოლიციის საქმიანობაში” მიმდინარეობს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პროგრამა “მატრას” მხარდაჭერით.

ლოგ