“გლოვა იქცა კანონად” – ჯუდიტ ბატლერი პარიზიდან

<> on November 14, 2015 in Berlin, Germany.

(დათო ლაღიძის თარგმანი)

პარიზში ვარ და ბომარშეს ბულვარზე, იმ ადგილას გავიარე, სადაც მკვლელობა მოხდა პარასკევ საღამოს. მეორე სამიზნედან ათი წუთის სავალზე ვივახშმე. ვისაც ვიცნობ, ყველა უსაფრთხოდაა, თუმცა უამრავი ადამიანი, რომლებსაც არ ვიცნობ მკვდარია ან ტრავმირებული ან გლოვობს. ეს არის შოკისმომგვრელი და საშინელება. დღეს, ქუჩა სავსე იყო ხალხით შუადღეს, თუმცა საღამოს ტერიტორია დაიცალა. დილა საოცრად წყნარი იყო.

ინციდენტის შემდეგ, სატელევიზიო დისკუსიებიდან ცხადი გახდა, რომ საგანგებო მდგომარეობა, თუნდაც დროებითი, არის ტონი გაძლიერებული თავდაცვითი სახელმწიფოსთვის. კითხვები, რომელზეც ტელევიზიაში მიდიოდა დისკუსია, ეხებოდა იმას თუ როგორ დაესრულებინათ პოლიციის მილიტარიზაციის პროცესი, როგორ უნდა მოექცნენ თავისუფალ სივრცეს და როგორ უნდა ებრძოლონ ისლამს – ამორფულ ერთობას. ოლანდი შეეცადა, ყოფილიყო “კაცური”, როცა მან ეს ომი გამოაცხადა, თუმცა ყველამ შენიშნა მისი ეს იმიტაციური ქმედება და სერიოზულად არავის მიუღია.

თუმცა, რაც არ უნდა კომიკური იყოს პრეზიდენტი, ის ახლა მოქმედებს როგორც არმიის მთავარსარდალი. საგანგებო მდგომარეობის შუქზე სახელმწიფო/არმიის დაყოფა წაშლილია. ხალხს სურს, დაინახოს პოლიცია, ისევე როგორც მათ სურთ პოლიციის მილიტარიზაცია თავდაცვისთვის. საშიში, რთულად გასაგები, სურვილი. დადებითი ასპექტი, რაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში სუვერენისთვის დამატებითი ძალაუფლების მინიჭებას მოჰყვა, საღამოს საათებში უფასო ტაქსის სერვისით და დაზარალებულთათვის სავადმყოფოების გახსნით შემოიფარგლებოდა. არ არსებობს ე.წ. კომენდანტის საათი, თუმცა საჯარო სერვისები შეზღუდულია, ხოლო დემონსტრაციები აკრძალული. მათ შორის, ტექნიკურად უკანონო იყო ხალხის თავშეყრა გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად. მე ვიყავი რესპუბლიკის მოედანზეც, სადაც პოლიციამ გამოუცხადა შეკრებილებს რომ დაშლილიყვნენ, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაემორჩილა. ჩემთვის ეს იყო უიმედობის წამიერი მომენტი.

კომენტატორები, რომლებიც ცდილობენ განასხვაონ მუსლიმთა თემი და პოლიტიკური შეხედულებები, ნიუანსებში ყურების გამო დამნაშავეებად ითვლებიან. ცხადია, მტერი უნდა იყოს ყოვლისმომცველი და სინგულარული, რათა დავამარცხოთ. ხოლო განსხვავების შემოტანა მუსლიმების, ჯიჰადისტებისა და ისლამური სახელმწიფოს სახით დისკურსისთვის დამატებით სირთულეებს ქმნის – ძნელდება მტრის გამოკვეთა. ექსპერტები დარწმუნებულნი იყვნენ თუ ვინ იყო მტერი მანამ, სანამ ისლამური სახელმწიფო თავის თავზე აიღებდა თავდასხმას.

ჩემთვის საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ოლანდმა გამოაცხადა სამდღიანი გლოვა მას შემდეგ რაც გააძლიერა თავდაცვითი კონტროლი – კიდევ ერთი გზა, რითაც შეგვიძლია წავიკითხოთ ჯილიან როუზის წიგნის სათაური, “გლოვა იქცა კანონად”. ვგლოვობთ თუ გაძლიერებულ მილიტარისტულ სახელმწიფო ძალას და შესუსტებულ დემოკრატიას ვთანხმდებით? როგორ იმუშავებს ეს უკანასკნელი უფრო მარტივად თუ ის ისეთივე მყარია როგორც პირველი? საჯარო გლოვა სამ დღეს გასტანს, ხოლო საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა მოქმედებდეს თორმეტი დღის განმავლობაში, ვიდრე ეროვნული ასამბლეა არ დაუჭერს მას მხარს.

გარდა ამისა, სახელმწიფოს განმარტებით, უნდა შეიზღუდოს თავისუფლება, თავისუფლების დაცვის სახელით – ეს არის პარადოქსი, რომელიც საერთოდ არ აწუხებთ ტელევიზიაში მისულ ექპერტებს. დიახ, თავდასხმა სწორედ ფრანგული ყოველდღიური თავისუფლების მიზანში ამოღებას ისახავდა მიზნად: კაფე, სივრცე როკ კონცერტისთვის, ფეხბურთის სტადიონი. როკ კონცერტის შესასვლელში, ერთ-ერთი თავდამსხმელისგან, რომელმაც 89 სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა, ადგილი ჰქონდა ვერბალურ თავდასხმასაც. ის ადანაშაულებდა საფრანგეთს წარუმატებელი ინტერვენციისთვის სირიაში (ასადის რეჟიმის წინააღმდეგ) და ამასთანავე, ადანაშაულებდა დასავლეთს ერაყში ინტერვენციის გამო (ბაასის რეჟიმის წინააღმდეგ). დიახ, ეს არის პოზიციის არ ქონა, თუ ჩვენ შეგვიძლია მას ასე ვუწოდოთ, დასავლური ინტერვენციის წინააღმდეგ თავისთავად.

აგრეთვე, არსებობს სახელების პოლიტიკა: ისლამური სახელმწიფო ერაყი და სირია (ISIS), ისლამური სახელმწიფო ერაყი და ლევანთი (ISIL), დაეში. საფრანგეთი ვერ გამოიყენებს “etat islamique” (ისლამური სახელმწიფო), ვინაიდან ეს იქნება მათი მხრიდან სახელმწიფოს აღიარება. ფრანგებს, სურთ შეინარჩუნონ “დაეში” როგორც ტერმინი – არაბული სიტყვაა, რომელიც ვერ შედის ფრანგულში.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციამ თავის თავზე აიღო მკვლელობებზე პასუხისმგებლობა, მათი თქმით, ეს იყო სასჯელი ყველა იმ ტაქტიკური დაბომბვისთვის, რომელსაც შეეწირნენ მუსლიმები ხალიფატის მიწაზე. ხოლო, თუ რატომ ამოირჩა როკ კონცერტი როგორც სამიზნე – ასევე სხვა მკვლელობების ადგილები – შემდეგნაირად ახსნეს: ეს იყო ადგილები “კერპთაყვანისმცემლობის” და “გარყვნილების ფესტივალის”. ჩემთვის საინტერესოა, თუ როგორ მივიდნენ ისლამური სახელმწიფოს წევრები ტერმინ “გარყვნილებამდე”. როგორც ჩანს, ისინი მათი ინტერესის სფეროს მიღმაც კითხულობენ.

საპრეზიდენტო კანდიდატებმა განგაშის ზარი ჩამოკრეს: სარკოზიმ წამოაყენა საკონცენტრაციო ბანაკის იდეა და ახსნა საჭიროებით, რათა დაეკავებინათ ყველა, ვისაც ექნება კავშირის ჯიჰადისტებთან. და ლე პენმა, რომლიც “გაძევების” მომხრეა, ახალხან, ემიგრანტებს უწოდა “ბაქტერიები”. ერთ-ერთი სირიული წარმოშობის მკვლელი, რომელიც საფრანგეთში შევიდა საბერძნეთის გავლით, შესაძლოა გახდეს მიზეზი საფრანგეთისთვის, დაიწყოს ნაციონალისტების კონსოლიდაცია ემიგრანტებთან ომის წინააღმდეგ.

ჩემი გათვლით, თავისუფლების დისკურსი იქნება მნიშვნელოვანი მომდევნო დღეებსა და კვირაში და სწორედ მასზე იქნება აქცენტი, თავდაცვითი სახელმწიფოსა და დემოკრატიის შევიწროვებულ ვერსიას შორის დებატებისთვის. თავისუფლების ერთ-ერთ ვერსიას თავს ესხმის მტერი, მეორე ვერსია კი იზღუდება სახელმწიფოს მიერ. სახელმწიფო, დღეს, იცავს თავისუფლების იდეას, რომელსაც თავს დაესხნენ საფრანგეთის გულში, თუმცა ჯერ კიდე კრძალავს შეკრების თავისუფლებას გლოვის ადგილას და გეგმავს დამატებით ზომებს პოლიციის მილიტარიზაციის კუთხით. პოლიტიკური შეკითხვა ისმის ასე, მემარჯვენეების რომელი ვერსია დაწინაურდება მომდევნო არჩევნებზე? და რა გახდება დაშვებული მემარჯვენეებისთვის მას შემდეგ, რაც ლე პენი მოექცევა “ცენტრში”. დამთრგუნველი, სამწუხარო და საშიში დროებაა, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ვიფიქროთ, ვილაპარაკოთ და ვიმოქმედოთ მის ცენტრში.

გლოვა მთლიანად მოქცეულია ეროვნულ ჩარჩოში. დაახლოებით 50 ადამიანი გარდაიცვალა ბეირუთში ერთი დღით ადრე, რასაც იშვიათად ახსენებენ და არც გასულ კვირას 111 პალესტინელის მკვლელობა გახსენებია ვინმეს, არც ანკარაში გარდაცვლილთა რიცხვზე ყოფილა საუბარი. მათი უმეტესობა, ვისაც ვიცნობ, თავის თავს აღწერს როგორც ერთ ადგილზე გაშეშებულს, ვერ ფიქრობენ ამ მდგომარეობაზე. კიდევ ერთი გზა ამ თემაზე ფიქრისთვის, ტრანსვერსიულ სინანულამდე მიდის, რათა განისაზღვროს თუ როგორ მუშაობს სინანულის საზომი, თუ რა მიზეზით ამოიღეს თავდამსხმელებმა მიზანში კაფე, რატომ მომხვდა ეს სამიზნე გულზე სხვა სამიზნეებზე უფრო მეტად. როგორც ჩანს, შიში და მრისხანება შესაძლოა გადაიქცეს პოლიციური სახელმწიფოს მიმართ დაუოკებელ ლტოლვად. ალბათ ამიტომაც მიმაჩნია სწორად მათი პოზიცია, ვინც გაურკვევლობაშია. ეს ნიშნავს, რომ საჭირო იქნება რაღაც დრო ამ ყველაფრის გასააზრებლად. რთულია იფიქრო მაშინ, როცა სხვები შოკირებულნი არიან. ის მოითხოვს დროს და ადამიანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ მასში – ასეთ შემთხვევაში, რაღაც შეიძლება მოხდეს არასანქცირებული “შეკრებისას”.

(გამოქვეყნდა – versobooks.com-ზე)