EMC პანკისელების დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლას ითხოვს

orig_pr-news_889_0“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)“ პანკისის ხეობაში მცხოვრები პირების სახელით, მიმართა საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ, მათ მიმართ განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლის მოთხოვნით.

როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს აიუფ ბორჩაშვილის, გიორგი ხ.-ს, გიორგი კ.-სა და დავით ფ.-ს სისხლის სამართლის საქმეს. მათ ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 327 1  (ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის ან ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისათვის გადაბირება) და 328 (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება ანტიტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

აღნიშნულ საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა ღია წესით ჩატარდა, თუმცა, მომდევნო სხდომებზე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება პროცესის ნაწილობრივი დახურვის შესახებ. 2015 წლის 24 ნოემბერს, მოსამართლემ ნაწილობრივ დახურა სასამართლო სხდომა და მხოლოდ პანკისის ხეობის ტერიტორიაზე დაბადებულ პირებს დაატოვებინა სხდომა. მიღებული გადაწყვეტილება სასამართლომ დააფუძნა პროკურატურის შუამდგომლობაში წარმოდგენილ არგუმენტს, რომ მიმდინარე პროცესზე იკითხებოდნენ პანკისში მცხოვრები მოწმეები, რომელთაც აიუფ ბორჩაშვილის წინააღმდეგ უნდა მიეცათ ჩვენება და ხეობაში ბრალდებულის ავტორიტეტის გათვალისწინებით, პროცესის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრის პირადი უსაფრთოხების დაცვის მიზნით, აუცილებელი იყო პროცესის დახურვა. მოსამართლემ შეამოწმა დამსწრეთა პირადობის მოწმობები და სხდომის დატოვება მოსთხოვა მხოლოდ იმ ნაწილს, რომელთა მოწმობაშიც დაბადების ადგილად მითითებული იყო პანკისის ხეობის ტერიტორია.

EMC-ის მტკიცებით, მოსამართლემ სხდომის ნაწილობრივი დახურვის წესი უკანონოდ გამოიყენა და წინასწარ ჩამოყალიბებული, დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამოყენებით, დაბადების ადგილის (რაც არსებითად მათი ეთნიკური წარმოშობისა და რელიგიური იდენტობის სპეციფიკას უკავშირდება) მიხედვით, ბლანკეტურად შეზღუდა პანკისში დაბადებული პირებისთვის სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება. გადაწყვეტილების მიღების დროს, მოსამართლემ არ შეაფასა პროცესის მონაწილე პირების მიმართ მოსალოდნელი კონკრეტული საფრთხეები და არ მოახდინა შესაძლო რისკების დასაბუთებულობისა და გონივრულობის  შემოწმება. სასამართლომ პროცესის მონაწილეების უსაფრთხოებისთვის რისკ-ფაქტორად პანკისის ხეობის მოსახლეობა მთლიანობაში, აბსტრაქტულად განიხილა და ამგვარი გენერალიზებით უფლებით სარგებლობის პროცესში პანკისში დაბადებული პირების დისკრიმინირება მოახდინა. მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს პანკისის ხეობაში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის მიმართ არსებული დისკრიმინაციული პოლიტიკისა და ისლამოფობიური წარმოდგენების გაგრძელებას და ხელს უწყობს პანკისში მცხოვრები მუსლიმების მარგინალიზებას.

ზემოთ  აღნიშნულიდან  გამომდინარე, მოცემულ საქმეში EMC ითხოვს:

  • საქართველო სახალხო დამცველმა შეისწავლოს მოსამართლის მიერ განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტი და გასცეს შესაბამისი რეკომენდაცია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნების დარღვევის გამო;
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეისწავლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მიერ, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტი და დააკისროს მას ადეკვატური სახდელი.

EMC demands to examine the case of alleged discrimination towards citizens from Pankisi

 

On behalf of the persons living in Pankisi Gorge, Human Rights Education and Monitoring Center (EMC) appealed to the Public Defender and the High Council of Justice of Georgia with the request to study the case of alleged discrimination towards them by the Judge of the Tbilisi City Court.

As it is known, the Tbilisi City Court is discussing the criminal cases of Ayuf Borchashvili, Giorgi Kh., Giorgi K. and Davit Ph. They are charged with crimes under Article 3271 (recruiting a person as a member of a terrorist organization or for carrying out terrorist activities) and Article 328 (Joining a foreign terrorist organization or a terrorist organization controlled by a foreign state or supporting this organization in terrorist activities) of the Criminal Code.

 The first court hearing on the case was open, but the following hearings were partially closed by the decision of the judge. On November 25, 2015, the judge ordered only the persons born on the territory of the Pankisi Gorge to leave the hearing. The decision was based on the argument presented in the motion of the prosecutor. The hearing involved questioning of witnesses living in Pankisi who had to testify against Ayuf Borchashvili; according to the motion, considering the authority of the criminal defendant and the purposes of protecting personal safety of the hearing participants and their family members, closing of the hearing was necessary. The judge checked IDs of the attendees and asked only the persons having Pankisi as their birthplace to leave the hearing.

According to EMC, by limiting the right of attending the hearing only to persons born in Pankisi (which essentially relates to the specificities of their ethnic background and religious identity), the judge used the rule of partial closure illegally, on the grounds of predetermined discriminatory stereotypes. During the decision-making process, the judge did not evaluate the expected concrete risks to the participants and did not assess whether these risks were substantive or reasonable. The court considered the Pankisi population as a whole, in an abstract manner, as a risk factor for the safety of attendees and through such generalization, discriminated against the persons born in Pankisi. The mentioned decision contributes to the continuation of the existing discriminatory policy and islamophobic attitudes towards the Muslim population of Pankisi and furthers their marginalization.

Due to the above-mentioned, EMC requests that:

  • The Public Defender study the fact of alleged discrimination by the judge and issue a relevant recommendation due to the violation of the requirements of the Law on the Elimination of All Forms of Discrimination;
  • The High Council of Justice study the alleged disciplinary misconduct of the judge of the Criminal Cases Panel of the Tbilisi City Hall and impose appropriate punishment.