EMC-ის სტიპენდია კვლევითი პროექტებისთვის

ned1„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ National Endowment for Democracy (NED)-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – ჩაგრულთა ხმები: კვლევა, ხელოვნება და აქტივიზმი სოციალური ცვლილებებისთვის – ფარგლებში, იწვევს მკვლევრებს, აქტივისტებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, კვლევითი პროექტების მოსამზადებლად. კვლევის მიზანია, ქართულ რეალობაში ჩაგვრის სხვადასხვა გამოვლინებისა და მათი მიზეზების შესწავლა.

პროექტი უზრუნველყოფს იმ ინტელექტუალურ, მატერიალურ თუ ტექნიკურ რესურსებს, რომელიც საშუალებას მისცემს სამოქალაქო, პოლიტიკურ თუ აკადემიურ სივრცეში მოღვაწე ახალგაზრდა მკვლევრებს ჩაატარონ სისტემური და სიღრმისეული კვლევები სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის ჩაგვრის პრობლემაზე. კვლევის შედეგები პროექტის მომდევნო ეტაპებზე გარდაიქმნება აქტივისტურ პროდუქტებად.

კვლევების ძირითადი თემატური მიმართულებები და საკვლევი ჯგუფები:

  • სოციალური უთანასწორობა;

აღნიშნული თემატიკა მოიცავს, სოციალურად დაუცველი პირების, მუშების, უსახლკარო პირებისა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების სოციალური, ეკონომიკური და უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას, ჩაგვრის სისტემური მიზეზების  გამოვლენას და ანალიზს.

  • გენდერი და სექსუალობა;

მოცემული თემის ქვეშ სასურველია განხორციელდეს (1) გენდერული ჩაგვრის მიზეზებისა და გამოვლინებების კვლევა. კვლევის შესაძლო თემებია: ქალთა გათავისუფლებისთვის ხელისშემშლელი სტრუქტურული და სისტემური ბარიერების ანალიზი; გენდერული ჩაგვრის მანიფესტაციები სამუშაო ადგილზე, გენდერული ჩაგვრა პირად და საზოგადოებრივ სფეროებში, შრომითი მიგრაციის გენდერული ასპექტები, ა.შ.

(2) ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და, მიზოგინიის მიზეზების კვლევა და მათი დაძლევის შესაძლებლობების გააზრება. ასევე, ლგბტ თემის წევრებისა და სექს-მუშაკების ჩაგვრის ფორმების შესწავლა და ანალიზი. სექსუალობის, როგორც ჩაგვრის იარაღის ანალიზი. კვლევითი პროექტები შესაძლოა ასევე მოიცავდეს სხვა საკითხებს, რომელიც ეხმიანება გენდერისა და სექსუალობის თემატიკას.

  • რელიგია და პოლიტიკა;

რელიგია და პოლიტიკის თემის ქვეშ წარმოდგენილი კვლევა მიზნად უნდა ისახავდეს ისეთი საკითხების შესწავლას, როგორიცაა რელიგიის აღზევების, ფუნდამენტალიზმის, რელიგიური უმცირესობების დეზინტეგრაციის, დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის დისკურსების ანალიზი. კვლევითი პროექტები შესაძლოა მოიცავდეს სხვა საკითხებს, რომელიც ეხმიანება რელიგიისა და პოლიტიკის საკითხებს.

  • ნარკოპოლიტიკის სოციალური ასპექტები;

კვლევების მიზანი უნდა იყოს, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის სოციალური ასპექტების ანალიზი, მათ შორის, არსებული პოლიტიკის გავლენა წამალდამოკიდებული პირებისა და მათი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაზე, წამალდამოკიდებულის სოციალური და ეკონომიკური მიზეზების შესწავლა და სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ ჯგუფში მისი სპეციფიკების ჩვენება. კვლევითი პროექტები არ ამოიწურება მხოლოდ მითითებული საკითხებით.

პროექტის პოტენციური მონაწილეები:

პროექტის ფარგლებში უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ კვლევით წინადადებებსა და პროექტებს, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ცოდნის გაზრდას აღნიშნულ პრობლემებზე, იქნება გამართული მეცნიერულად და მეთოდოლოგიურად, შეიმუშავებს ინოვაციურ და ეფექტურ რეკომენდაციებს არსებული პოლიტიკის შესაცვლელად, იქნება რეალობის რელევანტური და ვალიდურობით გამორჩეული. შესაბამისად, ყველა ის მეცნიერი თუ მკვლევარი, რომლებიც ამოსავალ წერტილად აიღებს მარგინალური ჯგუფების ჩაგვრით ასპექტებზე ხილვადობის და მგრძნობელობის გაზრდას სამოქალაქო საზოგადოებაში, სოციალური ცვლილებების წახალისებას, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას და უხილავი თემატიკების წარმოჩენა-გახმოვანებას, განხილული იქნება, როგორც პროექტის პოტენციური მონაწილე.

პროექტის დეტალები:

პროექტის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა 5 კანდიდატზე. გრანტის ოდენობაა ჯამურად 1 278.15 $ (დარიცხული). პროექტის ხანგრძლივობა გაწერილია 4 თვეზე. შესაბამისად, პროექტის თითოეულ მონაწილეს ყოველთვიური სტიპენდია განისაზღვრება 255,63 $-ით. საპროექტო პერიოდის დასრულების (4 თვის გასვლის) შემდეგ, პროექტის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ საბოლოო კვლევითი პროექტები და მოამზადონ პროექტების პრეზენტაციები. პროექტის განმავლობაში, მკვლევრებს თეორიულ კონსულტაციას და ზედამხედველობას გაუწევს პროექტის აკადემიური პერსონალი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • CV;
  • კვლევის აბსტრაქტი, კვლევის იდეა, საკვლევი ჯგუფის მოკლე აღწერილობა;
  • სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს გვერდ-ნახევრისა, სადაც განმარტებული იქნება კანდიდატის სამუშაო სფეროდან და ინტერსიდან გამომდინარე დაინტერესების მიზეზები, მისი წინარე გამოცდილებები და განსაკუთრებული მოტივები, თუ რატომ მიაჩნია საკუთარი თავი პროექტის რეალურ პრეტენდენტად);
  • ამ დრომდე გამოქვეყნებული კვლევითი პუბლიკაციები თუ სხვა ტიპის წერითი ნაშრომები (მისი არსებობის შემთხვევაში);
  • სარეკომენდაციო წერილი (სასურველია მაღალი აკადემიური ხარისხის მქონე პროფესორისგან ან წინარე კვლევითი ხელმძღვანელისგან).

აღნიშნული დოკუმენტები მონაწილეებმა უნდა გამოგზავნონ მეილზე humanrightsemc@gmail.com 2016 წლის 10 იანვრის ჩათვლით.

დაგვიანებით ან არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. გთხოვთ, იმეილის subject ველში აუცილებლად მიუთითოთ research projects.  

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:

ტელ: 223 15 58
humanrightsemc@gmail.com
twitter: https://twitter.com/EMCrights
fb: http://fb.com/RIGHTSEMC

საკონტაქტო პირი:
ლაშა ქავთარაძე
ტელ: +995 557 735 431
email: emcrightspr@gmail.com