კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოუწოდებს პოლიტიკოსებს სიფრთხილით მოეკიდონ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმეების შეფასებას

logoკოალიცია ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას. აღნიშნული განცხადებები გაჯერებულია ზედაპირული პოლიტიკური შეფასებებით, რასაც საერთო არ აქვს სასამართლო აქტების დასაბუთებულ სამართლებრივ კრიტიკასთან. ცალკეულ შემთხვევებში კი შესაძლოა მსგავსი განცხადებები სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობასაც წარმოადგენდეს, რაც განსაკუთრებით სახიფათოა სასამართლოში ამჟამად მიმდინარე და განხილვის მოლოდინში მყოფი საქმეების მიმართ.

უფრო კონკრეტულად, სინამდვილეს არ შეესაბამება მანანა კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა და კანონი კრძალავს ნორმის შეჩერებას ერთი სუბიექტის მიმართ. ტელეკომპანია ,,საქართველოს“ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა არა მთლიანად გასაჩივრებული ნორმა, არამედ მხოლოდ ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა ყველა მედიაში (და არა მხოლოდ რუსთავი-2-ში) დროებითი მმართველისათვის ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებას. საკონსტიტუციო სასამართლო კანონის ნორმატიულ შინაარსს, და არა მთლიანად კანონს, არაკონსტიტუციურად სცნობს 2009 წლის 10 ნოემბრიდან. რუსთავი-2-ის გარდა ნორმის კონკრეტული ნორმატიული შინაარსი, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა, მაგალითად, ორგანოთა ტრანსპლანტაციის საქმეშიც. ამიტომ არასწორია იმის თქმა, რომ ნორმის ნორმატიული შინაარსით შეჩერება საგანგებოდ რუსთავი-2-ისათვის გამოგონილი სამართლებრივი მექანიზმია.

კოალიციას ასევე მიაჩნია, რომ მეტ განმარტებას საჭიროებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადება, სადაც ნათქვამია ის, რომ სამინისტრო გეგმავს ნაბიჯების გადადგმას საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების მიმართულებით. თუმცა, მინისტრმა არ დააკონკრეტა სასამართლოსთან დაკავშირებული რა სფეროების რეფორმირებაზე მუშაობს ან ფიქრობს სამინისტრო. ცხადია, მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის და მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით, რეფორმების განხორციელების იდეა და საჭიროება კრიტიკის საგანს ან მოულოდნელობას არ წარმოადგენს.  თუმცა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსი, არსებული კონტექსტი და ის ორაზროვნება თუ გაუგებრობა, რაც მინისტრის განცხადებამ დატოვა საზოგადოებაში, ქმნის განცდას, რომ ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილების შინაარსით გამოწვეული უკმაყოფილებით განპირობებული ქმედება და ერთგვარი რეაქცია მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან.

კოალიცია მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, რას გულისხმობს სამინისტრო საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირებაში. კოალიციას სურს განმარტოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების თანამდებობაზე დანიშვნის, მათი უფლებამოსილების ვადის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების საკითხი წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციით. საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმირება შეუძლებელია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გარეშე. ამასთან ერთად, კოალიციას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების ან რაიმე ტიპის ცვლილების მიზეზი არ უნდა გახდეს ის გარემოება, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება უკმაყოფილოა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობით და მისი მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებების შინაარსით.

რაც შეეხება უშუალოდ რეფორმის საჭიროებას, მართლმსაჯულების სისტემაში განსახორციელებელი/მიმდინარე რეფორმები, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება უძღვება სათანადოდ უნდა იყოს განხილული მოსამართლეებთან და გათვალისწინებული იყოს მათი პოზიცია რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე. კოალიციას ასევე საჭიროდ მიაჩნია მთავრობის გრძელვადიანი ხედვა საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების სისტემაში გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით ნათლად გაიწეროს პოლიტიკის დოკუმენტებში, ძირითად სტარტეგიებსა და სამოქმედო გეგმებში, მათ შორის, ეს უნდა მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის ტექსტში.

კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით არსებითად მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებისგან. ასევე, მნიშვნელოვანია პოლიტიკოსები სიფრთხილით მოეკიდონ სასამართლოებში განხილვაში მყოფი საქმეების შეფასებას და არ გაავრცელონ იმგვარი განცხადებები, რაც აღქმული იქნება სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად და მოსამართლეებზე ზეწოლად.    

 

  The Coalition for Independent and Transparent Judiciary calls on politicians to exercise caution while assessing the cases ongoing at the Constitutional Court

 

The Coalition responds to the statements made by the representatives of the governing political power, the vice-speaker of Parliament Manana Kobakhidze and the Parliamentary Majority Leader Zviad Kvachantiradze, as well as the Minister of Justice, Thea Tsulukiani, regarding the Constitutional Court of Georgia. These statements are saturated with superficial political assessments that have nothing in common with substantiated legal critique of judicial acts. In certain cases such statements may even amount to attempted pressure on judiciary, which is especially dangerous in relation to the cases currently being heard or due to be heard by the Court.

Specifically, Manana Kobakhidze’s statement that the Constitutional Court practice and law prohibit suspension of a norm in relation to one subject is wrong. In the case of Sakartvelo TV company the Constitutional Court did not suspend the norm entirely, but rather the normative content, which provided for the possibility to grant directing, managing and representative authorities to temporary managers in all media, not just Rustavi 2. There have been cases since 2009 in which the Constitutional Court has deemed the normative content of the law, and not the law in its entirety unconstitutional. As an example, besides the Rustavi 2 case, the Constitutional Court has suspended the normative content of a law in the organ transplantation case. Hence it is incorrect to state that suspension of a normative content is a legal mechanism invented specifically for the purposes of Rustavi 2 case.

The Coalition also believes that Minister of Justice, Thea Tsulukiani’s statement that the Ministry plans to take steps towards reforming the Constitutional Court merits more explanation. The Minister has not specified what spheres of Constitutional Court’s activity the Ministry is considering or working on reforming. Clearly, the idea of reforming the entire justice system, including the Constitutional Court, is not surprising or should be subjected to criticism. However the Minister’s statement, the existing context and the vagueness or confusion that the Minister’s statement bred in the public, create the feeling that this was an action caused by dissatisfaction with a specific decision of the Constitutional Court and the reaction of the governing political power.

The Coalition calls on the Minister of Justice to provide more information to the public on what the Ministry means by reforming the Constitutional Court. The Coalition wishes to clarify that the appointment of Constitutional Court Justices, their terms of service and the authority of the Constitutional Court are regulated by the Constitution of Georgia. Fundamental reform of the Constitutional Court is impossible without Constitutional amendments. Additionally, the Coalition considers that the fact that the legislative and executive branches are displeased by the Constitutional Court’s activities and the contents of its specific decisions should not be the basis for reforming the Constitutional Court, or implementing any other changes.

As for the need for reform, the ongoing justice system reforms led by the executive branch must be adequately discussed with the judges and their positions must be taken into consideration when planning and implementing changes. The Coalition also considers it essential for the government’s long term vision regarding the steps needed to be taken with regards to the Common and Constitutional Courts systems to be clearly spelled out in policy documents, strategies and action plans, including in the text of the 2016-2017 Human Rights Action Plan of the government.

The Coalition calls on the government representatives to refrain from making substantially flawed and misleading statements regarding the Constitutional Court. Also, it is important that the politicians are careful when weighing in on the cases considered by the Court and refrain from disseminating statements that will be perceived as intrusive into the working of the Court and pressuring Justices.