კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოითხოვს მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის მიმდინარე პროცესის შეჩერებას

10273227_10153819312381112_6202858224189221288_o

ფოტო: ანა არგანაშვილი

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ყურადღებით აკვირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საერთო სასამართლოებში მოსამართლის 61 ვაკანტურ ადგილზე კანდიდატთა შერჩევის პროცესს. გვსურს შევაჯამოთ და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ მნიშვნელოვან ხარვეზებს, რომლებიც კანდიდატებთან გასაუბრებების დროს გამოიკვეთა. აღნიშნული ხარვეზები ერთი მხრივ, ნდობას უკარგავს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და მეორე მხრივ, აჩენს სერიოზულ კითხვებს პროცესის ობიექტურობასა და აპოლიტიკურობასთან დაკავშირებით.

ჩატარებულმა გასაუბრებებმა დაადასტურა  მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის მოქმედი სისტემის ხარვეზიანობა და პროცესის პრობლემურობა. ქვეყანაში არსებული მოსამართლეთა დანიშვნის სისტემა ვერ უზრუნველყოფს პროცესის სათანადო გამჭვირვალობას, საბჭოს ანგარიშვალდებულებას, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობასა და სასამართლო სისტემაში გამორჩეული კვალიფიკაციისა და არასადავო რეპუტაციის მქონე პირების დანიშვნას. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის წესი უნდა მოწესრიგდეს კანონით. დაუშვებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში მოსამართლეთა დანიშვნის უმნიშვნელოვანესი პროცესი დამოკიდებული იყოს მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეუზღუდავ დისკრეციაზე და საბჭოს ცალკეული წევრების კეთილსინდისიერებაზე.

უშუალოდ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მიმდინარე პროცესის დროს დაშვებულმა სერიოზულმა ხარვეზებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მთლიანად ამ პროცესის ლეგიტიმურობა და სერიოზული საფრთხე შეუქმნა სასამართლო სისტემის ღირსეული, მაღალი კვალიფიკაციისა და უზადო რეპუტაციის მოსამართლეებით დაკომპლექტებას. მსგავსი ხარვეზებით მიმდინარე პროცესი განსაკუთრებით სახიფათოა იმ პირობებში, როდესაც თანამდებობაზე რამდენიმე ათეული მოსამართლე უვადოდ უნდა დაინიშნოს.

გასაუბრების პროცესებზე დაკვირვებით გამოიკვეთა, რომ:

  • მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიზნად არ ისახავდა შეეფასებინა მოსამართლეობის კანდიდატების შესაბამისობა დადგენილ კრიტერიუმებთან და პროცესი წარემართა სტანდარტიზებული წესით. კანდიდატებს უსვამდნენ განსხვავებული სირთულის კითხვებს, რაც მათ სრულიად არათანაბარ პირობებში ამყოფებდა. ცალკეულ შემთხვევებში საბჭოს წევრები კანდიდატებს ეხმარებოდნენ სწორი პასუხის გაცემაში, უსვამდნენ მათ მიმანიშნებელ კითხვებს ან მათ ნაცვლად პასუხობდნენ დასმულ კითხვას. რეალურად, ჩატარებული გასაუბრებები არ წარმოადგენდა ეფექტიან საშუალებას შეფასებულიყო კანდიდატების შესაბამისობა დადგენილ კრიტერიუმებთან.  აღნიშნული შესაბამისობაში არ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილ  წესთან, რომლის თანახმადაც, „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დაუსვან მოსამართლეობის კანდიდატს წინასწარ შემუშავებული, მსგავსი შინაარსის კითხვები“. აღნიშნული სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საბჭოს წევრების ნეიტრალიტეტს და მიუკერძოებლობას.
  • მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი მოთხოვნისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ გამოაქვეყნა მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების ბიოგრაფიები. აღნიშნულით საბჭომ დაარღვია კანონის მოთხოვნა, რომ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია არის ღია საჯარო ინფორმაცია. ასევე, დარღვეულია მოსამართლეთა შერჩევის თავად საბჭოს მიერ დადგენილი წესი, რომლის თანახმადაც მოსამართლეობის კანდიდატების მოკლე ბიოგრაფიული ცნობები საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე უნდა გამოქვეყნებულიყო.  ბიოგრაფიული ცნობების გამოქვეყნება მიზნად ისახავს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცეს შესაძლებლობა წარუდგინოს საბჭოს კანდიდატის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ვერ იქნა უზრუნველყოფილი საბჭოს მიერ კანდიდატების შესახებ ბიოგრაფიული ცნობების გამოუქვეყნებლობის გამო.
  • ხშირი იყო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესზე საბჭოს ცალკეული წევრების გამოუცხადებლობის შემთხვევები. წევრს, რომელიც არ ესწრება გასაუბრებას, არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, კვალიფიკაციასა და ცოდნაზე. შესაბამისად, მის მიერ არსებული კრიტერიუმების საფუძველზე კანდიდატის ინდივიდუალური შეაფასება და კენჭისყრაში მონაწილეობა ფორმალურ ხასიათს ატარებს და ვერ უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. მსგავსი პრაქტიკა საბჭოს მუშაობაში გასულ პერიოდებშიც დაფიქსირებულა. არადამსწრე წევრების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა მოკლებულია ლეგიტიმაციას.
  • საბჭოს წევრებს მოსამართლეობის კანდიდატების უმრავლესობისათვის არ დაუსვამთ ისეთი კითხვები, რომლებიც გამოავლენდა კანდიდატების დამოკიდებულებას ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, ასევე დამოკიდებულებას დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებისადმი და ა.შ. მაგ.: არც ერთი კანდიდატის მიმართ არ დასმულა კითხვა უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით. ხოლო, იმ გამონაკლის შემთხვევაში, როცა კანდიდატს დაუსვეს კითხვა გენდერული თანასწორობის შესახებ, აღნიშნულმა გამოიწვია სიცილი და ემოციური რეაქციები, როგორც კანდიდატის, ასევე საბჭოს წევრების მხრიდან, რაც მიანიშნებს ამ თემის მიმართ არასათანადო დამოკიდებულებაზე.
  • გასაუბრების პროცესზე გამოვლინდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილი არ იცნობდა სახალხო დამცველის მიერ მათთვის მიწოდებულ დოკუმენტაციას, კონკრეტული მოსამართლეების წარსული საქმიანობის შესახებ. მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ანიჭებს მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაციის საბჭოსთვის წერილობით წარდგენის შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს წევრები უნდა გაცნობოდნენ და მხედველობაში მიეღოთ სახალხო დამცველის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
  • გასაუბრების პროცესზე გამოიკვეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ მიმანიშნებელი კითხვების დასმის შემთხვევებიც, რაც კანდიდატს აიძულებდა, კონკრეტულ საკითხზე შეკითხვის ავტორის მიერ განსაზღვრული მიმართულებით პასუხის გაცემას და შესაბამისად, უზღუდავდა დამოუკიდებელი და ზეგავლენისგან თავისუფალი აზრის გამოთქმის შესაძლებლობას.
  • მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მთელი პროცესი მიმდინარეობდა და კვლავაც მიმდინარეობს აშკარა ინტერესთა კონფლიქტის პირობებში. ცალკეულ კანდიდატებთან გასაუბრებას ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, რომელიც თავად წარმოადგენს მოსამართლეობის კანდიდატს. შესაბამისად, მისი დასწრება სხვა კანდიდატებს აყენებს არასამართლიან და უთანასწორო პირობებში. არსებული ინტერესთა კონფლიქტი დღემდე არ არის თავიდან აცილებული. აღნიშნული წარმოადგენს „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას, რომლის დაცვაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ინტერესთა კონფლიქტის მქონე საბჭოს წევრი, არამედ საბჭოს სხვა წევრებიც, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ საბჭოს სხდომაზე განსახილველად დაესვათ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის საკითხი და მიეღოთ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, როგორც მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ ფაქტობრივად საბჭოს გასაუბრება არ ჩაუტარებია. ნაცვლად ამ კანდიდატის შესაბამისობის შემოწმებისა დადგენილ კრიტერიუმებთან, გასაუბრების პროცესი გამოყენებული იყო იმისთვის, რომ საბჭოს მდივანს შესაძლებლობა მისცემოდა თავი ემართლებინა გახმაურებულ საქმეებზე მის მიერ წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საბჭოს წევრთა უმრავლესობა ავლენდა აშკარა წინასწარ განწყობას საბჭოს მდივნის მიმართ, გასაუბრების პროცესი აშკარად ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ საბჭოს მდივანმა წინასწარ იცოდა თუ რა კითხვებს დაუსვამდნენ მას საბჭოს წევრები. თავის მხრივ, საბჭოს წევრების უმრავლესობამ საბჭოს მდივანს არ დაუსვა დამატებითი კითხვები მის პასუხებში არსებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ უზუსტობებზე და მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრინციპების უგულებელყოფის გამოვლინებებზე.

ჩატარებული გასაუბრებების და მიმდინარე პროცესისა და მოქმედი სისტემის ხარვეზულობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:

  • შეაჩეროს მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის მიმდინარე პროცესი;

საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს:

  • დამატებითი გაჭიანურების გარეშე განაახლონ სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის შეჩერებული პროცესი და დამატებით შეიმუშაონ კანონში ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის ობიექტური, სამართლიანი, გამჭვირვალე და დასაბუთებული სისტემის შექმნას;

მოსამართლეთა უვადო დანიშვნის პირობებში, სახიფათოდ მიგვაჩნია მოქმედი წესით მოსამართლეთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის დანიშვნა სასამართლო სისტემაში. კოალიციას მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ სათანადო საკანონმდებლო რეფორმის გატარების შემდეგ შეიძლება იმუშაოს მოსამართლეთა არსებული ვაკანსიების შევსებაზე.

logo

The Coalition for an Independent and Transparent Justice Calls for Suspension of the Ongoing Judicial Selection/Appointment Process

The Coalition for an Independent and Transparent Justice was closely observing the process of selection of candidates for the 61 vacant judicial positions taking place at the High Council of Justice. We would like to voice our findings and once again indicate the significant gaps revealed during the interviews with the candidates. On the one hand, these gaps make the judicial selection process unreliable and on the other hand, they raise important questions on whether the process is objective and free of political bias.

The interviews proved that the acting judicial recruitment/appointment system contains deficiencies and the process is problematic. The existing judicial appointment system cannot ensure transparency of the process, accountability of the Council, provision of well-justified decisions and appointment of the persons with outstanding qualification and non-disputable reputation. It was once again demonstrated that the procedure for the selection/appointment of the judicial candidates shall be subjected to statutory regulation. In a democratic state the process of judicial independence cannot be dependent solely on unlimited discretion of the High Council of Justice and integrity of specific members of the Council.

The serious violations that occurred during the process of selection of judicial candidates have raised doubts concerning the legitimacy of the whole process and have posed a significant threat to staffing the judicial system with honorable judges with high qualification and genuine reputation. The deficiencies in the process are particularly risky considering the fact that a significant number of judges are appointed for life.

The interviews revealed that:

  • Interviews of judicial candidates did not aim to evaluate the compliance of the judicial candidate with predefined criteria and to conduct the process in a standard manner. The candidates were asked the questions of different complexity that created unequal conditions. In certain cases, the Council members were helping the candidates to provide proper answers by asking them leading questions, or answering the questions on their behalf. In fact, the conducted interviews could not effectively assess the compliance of a candidate with established criteria. This approach did not correspond to the rules prescribed by the High Council of Justice that “authorize the Council members to ask the judicial candidates preliminarily developed questions of similar character.” This raises significant doubts with respect to the neutrality and impartiality of the Council members.
  • Regardless of the number of requests made by the non-governmental organizations, the High Council of Justice did not publish the CVs of the judicial candidates. Thus the Council in fact violated the requirement of the law according to which any information about candidates is open to public. The rule for the selection of candidates determined by the Council itself was also violated. According to the existing rule, short CVs of the judicial candidates shall be published on the Council’s official web-page. Publication of CVs aims to enable any interested person to provide the Council with important information about a candidate. This was made impossible because of the failure of the Council to publish CVs.
  • In addition, certain members of the Council would often miss the interviews. The absent members cannot obtain comprehensive information about the candidates’ skills, qualification and knowledge. Therefore the individual evaluation of the candidate based on existing criteria by a Council member and his/her participation in the voting process becomes formal and cannot ensure decision making in compliance with the interests of justice. The Council exercised similar practice in the past. Participation of the absent members in the voting process is illegitimate.
  • In the majority of the cases, the Council members did not ask the candidates questions that would reveal their attitudes towards the human rights based justice system, as well as attitudes towards democratic values, and ideas of freedom and equality. For example, none of the candidates were asked a question concerning the minority rights. And in the exceptional cases when a candidate was asked a question about the gender equality, it caused laugh and emotional reaction from the side of a candidate and the Council members that indicates inadequate attitude towards this issue.
  • The interviews revealed that some of the members of the High Council of Justice were not familiar with the documents concerning the past activities of specific candidates provided by the Public Defender of Georgia. The rule for the selection of judicial candidates authorizes any interested person to provide the Council written information about the Candidate. Therefore, the Council members were obliged to study and take into account the information provided by the Public Defender.
  • Besides, the Council members were sometimes asking the candidates the leading questions that pressured the candidate to answer the question in the manner predefined by the author of the question and therefore restricted his/her right to express his/her opinion independently and free from pressure.
  • The whole process of selection of judicial candidates has been flawed by the conflict of interest issues. Mr. Levan Murusidze, the Secretary of the High Council of Justice who himself is a judicial candidate attended several interviews with other candidates. His presence during the interviews created unfair and unequal conditions for the other candidates. This conflict of interests has not been addressed up to present. This is the violation of the Law of Georgia on “Conflict of Interests and Corruption” that should be observed not only by a Council member with the conflict of interests, but also by the other members of the Council, that were obliged to raise the issue of conflict of interests at the Council session and make decision compliant to the law.
  • The Council did not properly interview the Secretary of the High Council of Justice in the capacity of a judicial candidate. Instead of checking the compliance of a candidate with the established criteria, the Council Secretary actually used the opportunity to provide explanations with respect to his past decisions in high profile cases. Besides, the majority of the Council members revealed their attitudes and the process itself made the impression that the Counsel Secretary was aware of the questions to be asked. The majority of the Council members did not ask questions that would clarify factual or legal inaccuracies in his answers. They did not follow up on responses revealing neglectful attitude to significant legal principles either.

Considering deficiencies of the observed interviews and problems of the ongoing process and the existing system, we call on

The High Council of Justice of Georgia:

  • to suspend the ongoing judicial selection/appointment process;

The Parliament of Georgia and the Ministry of Justice of Georgia:

  • to proceed with the suspended Third Wave of the Judicial System Reform without delays and elaborate additional amendments to the law that would ensure the establishment of objective, fair, transparent and well-reasoned decision making process.

We believe that the appointment of the unprecedentedly big number of judges, especially in view of life-term appointments, contains risks. The Coalition believes that the High Council of Justice shall continue working on filling the available vacancies only after having undertaken a relevant legislative reform.