რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეები

Untitled2014-2015 წლებში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოში აშშ-ისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, ახორციელებს დისკრიმინირებული რელიგიური თემებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამას.

წინამდებარე ანგარიშის მიზანია, საზოგადოებას გაუზიაროს ინფორმაცია იმ საქმეების შესახებ, რომლებსაც EMC აწარმოებდა და რომლებიც რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ან რელიგიური კუთვნილების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს უკავშირდება. დოკუმენტი მოიცავს მიმდინარე საქმეების დავის არსისა და დასაბუთების მოკლე მიმოხილვას, ასევე, ინფორმაციას საქმეების მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ. ეს საქმეები, ბოლო პერიოდში, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ყველაზე სერიოზულ შემთხვევებსა და სისტემურ პრობლემებს ასახავს, რის გამოც, მათზე სახელმწიფოს რეაგირების ეფექტურობის შეფასება ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის ინდიკატორად შეიძლება განვიხილოთ. საინფორმაციო ბიულეტენში შესულია 20 საქმე, რომლებსაც განიხილავენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (2 საქმე), საგამოძიებო ორგანოები (2 საქმე), საერთო სასამართლოები (7 საქმე), სახალხო დამცველი (3 საქმე) და ადმინისტრაციული/დისციპლინური ორგანოები (6 საქმე).

ანგარიში შეგიძლიათ გადმოწეროთ შემდეგ ლინკზე ან წაიკითხოთ ონლაინ