კოალიცია მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის მარეგულირებელ ნორმებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

judicate“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” საკონსტიტუციო სასამართლოში სამი მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს და ითხოვს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის მარეგულირებელი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.

მოქმედი კანონმდებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანიჭებს უფლებამოსილებას მოსამართლეთა დანიშვნა ფარული კენჭისყრით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე განახორციელოს. საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის (ან დანიშვნაზე უარის) შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლო კონტროლს არ ექვემდებარება. გადაწყვეტილების ფარულობა კი გამორიცხავს მისი დასაბუთების შესაძლებლობას.

ამდენად, მოსამართლეთა კონკურსში მონაწილე სუბიექტებს არ აქვთ შესაძლებლობა საბჭოს მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში (დისკრიმინაცია, პროცედურული დარღვევები და ა.შ) სასამართლო წესით დაიცვან საკუთარი ინტერესები. კოალიციის მოსაზრებით, დასაბუთებისა და გასაჩივრების მექანიზმების არარსებობა არაკონსტიტუციურს ხდის მთლიანად მოსამართლეთა დანიშვნის მოქმედ ინსტიტუტს და წარმოშობს გასაჩივრებული ნორმების წინააღმდეგობას კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და 29-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით (სასამართლოსთვის მიმართვისა და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება).

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეთა დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ კომპეტენციას წარმოადგენს, ეს არ გამორიცხავს მასზე სასამართლო კონტროლის გავრცელების შესაძლებლობას. უფრო მეტიც, კანდიდატების მიერ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმის არსებობა ევროპულ სტანდარტს წარმოადგენს.[1]

აქედან გამომდინარე, კოალიცია მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და ითხოვს მოსამართლეთა დანიშვნის ინსტიტუტის არაკონსტიტუციურად ცნობას, იმ შინაარსით, რომელიც გამორიცხავს საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების მექანიზმების არსებობას. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კი კოალიცია შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და ითხოვს გასაჩივრებული ნორმების მოქმედების შეჩრებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული გამოუსწორებელი შედეგი – ვაკანტური ადგილების არაკონსტიტუციური გზით შევსება, რაც შემდგომში, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, აზრს დაუკარგავს მოსარჩელეების მოთხოვნას და ინტერესს, რამდენადაც აღარ იარსებებს ვაკანტური ადგილები.

—————————————————————————————–

[1] 2012 წლის დუბლინის დეკლარაცია http://www.hcjp.gov.tr/news/sunumlar/yargi-bagimsizligi/ayka/ayka-Paul-Gilligan.pdf ; ეუთოს ანგარიში ყირგიზეთში მოსამართლეთა შერჩევის წესზე http://www.osce.org/odihr/89289?download=true ვენეციის კომისიის დასკვნა http://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD%282011%29019-e

judicate

The Coalition is Challenging the Judicial Selection and Appointment Regulations at the Constitutional Court

The Coalition for and Independent and Transparent Judiciary is representing the interests of three claimants and is claiming unconstitutionality of regulatory norms for judicial selection and appointment.

The current legislation authorizes the High Council of Justice to appoint judges through a secret ballot without providing any justification. The candidate appointment (or rejection) decisions are not subject to judicial review.  The secret ballot excludes any possibility of providing justification for appointment decisions.

Therefore, the applicants participating in the competition are not able to protect their interests in the court in the cases when their rights are violated (discriminatory treatment, procedural violations etc.) The Coalition believes that in the absence of justified appointment decisions and the appeal mechanism the existing institute of judicial appointment becomes unconstitutional. The challenged norms are not in conformity with Paragraph1, Article 42 and Paragraphs 1 and 2, Article 29 (the right to appeal and the right to hold a public office).

The fact that judicial appointment is the competence of High Council of Justice guaranteed by the Constitution does not exclude the possibility of a judicial review of these decisions.  Furthermore, the candidates’ right to appeal the Council’s decisions is in accordance with the European standards[1].

Therefore, the Coalition is applying to the Constitutional Court with a claim of unconstitutionality of the judicial appointment institute, which does not provide for the requirement to justify the Council’s decisions and the mechanism for appealing them. Before reaching a conclusion on these issues, the Coalition is addressing the Constitutional Court with a motion to suspend the norms under the claim in order to avoid an irremediable result of   vacancies being filled through an unconstitutional mechanism.  This result will render the current claim meaningless, even if satisfied, because no vacancies will be available.

————————————————————————————

[1] 2012 Dublin Declaration http://www.hcjp.gov.tr/news/sunumlar/yargi-bagimsizligi/ayka/ayka-Paul-Gilligan.pdf ; OSCE Report on Judicial Selection in Kirgizstan   http://www.osce.org/odihr/89289?download=true Venice Commission Opinion http://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD%282011%29019-e