არასამთავრობო ორგანიზაციების გამოხმაურება განათლების მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე

12სამოქალაქო პლატფორმაში “არა ფობიას!” შემავალი ორგანიზაციები ვეხმაურებით 2016 წლის 10 თებერვალს გადაცემა „20/30-ში“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ სეკულარიზმის პრინციპთან და «ზოგადი განათლების შესახებ» კანონის მიზნებთან. ამასთან, მიგვაჩნია, რომ განათლების მინისტრის მიერ დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენება კიდევ უფრო მეტად ამწვავებს ქვეყანაში არსებულ ჰომოფობიურ განწყობებს.

მინისტრის განცხადებებით დასტურდება, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანმანათლებო პროგრამებს უთანხმებს საქართველოს საპატრიარქოს. მისი განცხადებით, სამინისტრო „საბოლოო  კონსულტაციებს საპატრიარქოსთან გადის იმ საკითხების გამო, რომელიც ეხება რელიგიის თემას….“. თუმცა, როგორც ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე საჯარო განხილვები აჩვენებს, სასკოლო საგანში „მე და საზოგადოება“ საქართველოსა საპატრიარქოსა და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკური და სოციალურ ჯგუფებსა და სამინისტროს შორის შეუთანხმებლობის საგანი არა მხოლოდ რელიგიასთან დაკავშირებული თემატიკა, არამედ არსებითად პოლიტიკური და სოციალური შინაარსის მქონე კონცეფციები და ტერმინოლოგია გახდა. ამ დროისთვის,  საპატრიარქოს ინიციატივით, საგნის  „მე და საზოგადოება“ სტანდარტიდან ამოღებული/მოდიფიცირებული იქნა მნიშვნელოვანი შინაარსის მქონე საკითხები, რომლებიც  გენდერული იდენტობის, ლიბერალიზმის და დემოკრატიული ღირებულებების, ჯანსაღი ცხოვრების თემატიკას უკავშირდებოდა[1] . აღსანიშნავია, რომ საგნის სტანდარტის შემუშავების პროცესში სამინისტრომ არ უზრუნველყო აღნიშნულ თემაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობა და საპატრიარქოს აქტიური ზეწოლის პირობებში დათმო პრინციპულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ღირებულებები.   სამინისტროს მიერ პროცესის ამ ფორმით ორგანიზება და მიღებული გადაწყვეტილებები  ეწინააღმდეგება სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს და «ზოგადი განათლების შესახებ» კანონს, რომლის მიხედვითაც, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიზანს «ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება» წარმოადგენს.

ამასთან, მიუღებელია განათლების მინისტრის მიერ დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინის – „მამათმავლები“ – გამოყენება. მართალია, მან მოგვიანებით განმარტა, რომ მხოლოდ პეტიციის ტერმინოლოგია გამოიყენა, თუმცა ამ დროს მან, ყოველგვარი განმარტების გარეშე, კვლავ გამოიყენა ჰომოფობიური ტერმინი.

საგულისხმოა ისიც, რომ  განათლების მინისტრის საუბარში იგრძნობა მისი პიროვნული მხარდაჭერა პეტიციის პათოსის მიმართ, რომელიც „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვებას“ ითხოვს და ასეთებად გენდერული იდენტობის და სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის შემცველი პროგრამა მიაჩნია – „ეს პეტიცია რომ წავიკითხე, შევშფოთდი, როგორც მშობელი, როგორც დედა, და უფრო მეტიც, მზად ვიყავი, მეც მომეწერა ხელი”. მაშინ, როდესაც აღნიშნული თემატიკის სასკოლო პროგრამაში მართებული ფორმით ინტეგრირება ხელს შეუწყობდა ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების, თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებზე დაფუძნებული სამოქალაქო ღირებულებების ჩამოყალიბებას, მინისტრის ამგვარი მიდგომა განათლების სისტემის განვითარების ფუნდამენტურად არასწორ ხედვებზე მიუთითებს და მან შესაძლოა არსებითად დააზიანოს თავისუფალი, პლურალური და სოლიდარული საზოგადოების მშენებლობა.

იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციიების კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა ქართულ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა და დისკრიმინაციის პრაქტიკები და მათზე განათლების სამინისტროს არაეფექტური რეაგირება[2], განათლების მინისტრის ღია ლოიალობა დომინანტი რელიგიური ინსტიტუციისა და მისი იდეოლოგიის მიმართ,  კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის განათლების სისტემაზე საპატრირქოსა და მასთან დაკავშირებული სოციალური თუ პოლიტიკური ჯგუფების გავლენას.  თუ ამ დრომდე საჯარო სკოლებზე მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა ლოკალურობით ხასიათდებოდა და სხვადასხვა აგენტების, მათ შორის, მასწავლებლების, სასულიერო პირების იდეოლოგიზირებულ და ინდოქტრინაციულ მუშაობაში ვლინდებოდა, მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ განათლების სისტემაზე საპატრიარქოს გავლენა უფრო მეტად ინსტიტუციონალიზებული გახდა და სამინისტროს არ გააჩნია პოლიტიკური ნება და სიმტკიცე, დაიცვას საგანმანათლებლო სივრცის თავისუფლება და უზრუნველყოს სეკულარული, თავისუფალი და თანასწორი გარემო, რომელიც საზოგადოების ემანსიპაციის საფუძველი უნდა გახდეს. საზოგადოებაში მზარდი ქსენოფობიის, ჰომოფობიის, რასიზმისა და შეუწყნარებლობის მიზეზები კი სწორედ განათლების სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ პრობლემებზე უთითებს. მნიშვნელოვანია, სამინისტროს ჰქონდეს მტკიცე პოლიტიკური ნება, დაიცვას საგანმანათლებლო სივრცეები რელიგიური, პოლიტიური თუ იდეოლოგიური გავლენებისგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო პლატფორმა «არა ფობიას!» მოუწოდებს:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგნის „მე და საზოგადოება“ სტანდარტის განხილვის პროცესი ღია და ინკლუზიური დისკუსიების გზით უზრუნველყოს და მისი შემუშავების პროცესში იხელმღვანელოს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით დამკვიდრებული პრინციპებისა და წესების გათვალისწინებით.
  • საქართველოს განათლების მინისტრს, როგორც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, თავი შეიკავოს საჯარო გამოსვლებისას დისკრიმინაციული და ჰომოფობიური ტერმინოლოგიის  გამოყენებისაგან.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვაფიქსირებთ მზადყოფნას, შევხვდეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობას და ვიმსჯელოთ ზემოთ განხილულ საკითხებზე.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI

მედიის განვითარების ფონდი MDF

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI

LGBT საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED

საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS

იდენტობა

ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი EMC

კავშირი «საფარი»

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

[1] იხ. http://www.mes.gov.ge/content.php?id=6216&lang=geo

[2]ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტი, მეორე მოსაზრება საქართველოს შესახებ (მიღებულია 17.06.2015),  §62

————————————————————————————-

Response of NGOs comprising the “No to Phobia!” civil platform to the statements of the Minister of Education

We, the organizations comprising the “No to Phobia!” platform, are responding to the statements made by Tamar Sanikidze, Minister of Education and Science, on February 10, 2016. The statements were made in the 20/30 TV program with regard to the processes under way in the educational system which contradict the principle of secularism recognized by the Constitution of Georgia and the aims of the Law on General Education. We believe that the use of discriminatory language by the Minister of Education gives rise to harsher homophobic attitudes in the country.

The Minister’s statements confirm that the Ministry of Education and Science consults the Patriarchate of Georgia with regard to educational programs. According to her, the Ministry “holds final consultations with the Patriarchate on issues that concern religion.” However, as shown by public discussions on this issue, it is not only religious issues but also essentially political and social concepts and terminology contained in the school subject “I and society” that has become the issue of disagreement between the Patriarchate of Georgia and political and social groups associated with it. At this point, significant issues related to gender identity, liberalism, democratic values, and healthy living have been modified or removed from the standard of the subject “I and society” on the Patriarchate’s initiative.[1] It is worth noting that the Ministry failed to ensure active participation of representatives of civil society in the development of the standard of the subject with regard to this topic and, under the Patriarchate’s active pressure, conceded civic values of crucial importance. The Ministry’s organizing the process in such a manner and the decisions taken contradict the constitutional principle of secularism and the Law on General Education according to which one of the basic goals of the state policy in the field of general education is to “form civil awareness based on liberal and democratic values”.

At the same time, it is unacceptable of the Minister to use a discriminatory and insulting term “queers”. Although she later explained that she had only used the term contained in the petition, she used the homophobic term again without any explanation in the same statement.

It is also noteworthy that in the Minister’s statements one can feel that she personally supports the spirit of the petition which demands that “subjects insulting the national identity must not be allowed” and regards the program containing information about gender identity and sexual orientation as such: “As I read the petition, I became concerned as a parent and a mother; moreover, I was ready to sign the petition myself.” Whereas proper integration of the said topics with the school curriculum would help young people develop civic values based on critical thinking and the ideas of freedom and equality, such approach of the Minister indicates her fundamentally incorrect views about the development of the educational system, and she may cause substantial damage to the building of free, pluralism, and solidarity-based society.

While the practices of indoctrination, proselytism, and discrimination in Georgia’s institutions of general education and the Ministry’s ineffective response to such cases have been criticized by both international and local organizations on numerous occasions[2], the Ministry’s open loyalty to the dominant religious institution and its ideology makes it even more evident that the Patriarchate and social and political groups associated with it exert an influence on the educational system. Whereas the influence of the Orthodox Church was local thus far and was manifested in ideological and indoctrination work of various agents, including teachers and clergymen, the processes currently underway show that the Patriarchate’s influence on the educational system has become more institutionalized and that the Ministry does not have the political will and determination to protect the freedom of the educational space and to ensure a secular, free, and equal environment which should become the basis of society’s emancipation. The causes of increasing xenophobia, homophobia, racism and intolerance in the society point to fundamental problems in the educational system. It is important that the Ministry have the political will to shield educational spaces from religious, political, and ideological influences.

Considering all the aforementioned, the “No to Phobia!” civil platform calls upon:

  • the Ministry of Education and Science of Georgia to ensure the discussion of the standard of the subject “I and society” through an open and inclusive process and to be guided only by the Constitution of Georgia and the principles and procedures established by the legislation in the process of its development;
  • the Minister of Education of Georgia, as a high-ranking political official, to refrain from using discriminatory and homophobic language in her public appearances.

We, the undersigned organizations, express our readiness to meet with the leadership of the Ministry of Education and Science and discuss the aforementioned issues.

Georgian Democracy Initiative (GDI)

Media Development Foundation (MDF)

Tolerance and Diversity Institute (TDI)

LGBT Georgia

International Society for Fair Elections and Democracy (ISFED)

Georgia’s Reforms Associates (GRASS)

Identoba

Human Rights Education and Monitoring Center (EMC)

Union “Sapari”

Article 42 of the Constitution

 

 

[1]See http://www.mes.gov.ge/content.php?id=6216&lang=geo 

[2]Advisory Committee on the Framework Convention for the Protection of National Minorities, Second Opinion on Georgia (adopted on 17 June 2015),  §62