პროექტი:მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერება დისკრიმინირებული რელიგიური თემებისთვის

Screenshot (99)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ -დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში ახორციელებს პროექტს „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერება დისკრიმინირებული რელიგიური თემებისთვის.“

პროექტის მიზანია დისკრიმინირებული რელიგიური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და ამ მხრივ არსებული უთანასწორო საკანონმდებლო გარემოსა და პრაქტიკების სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით შეცვლის ხელშეწყობა. პროექტი გულისხმობს  რელიგიის თავისუფლებასთან, ასევე რელიგიურ თემებში ადრეული ქორწინების პრობლემასთან დაკავშირებით სტრატეგიული სამართალწარმოების განხორციელებას და საჯარო სკოლებში ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა და დისკრიმინაციის პრაქტიკების გამოვლენასა და აღმოფხვრას. პროექტის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს რელიგიურ თემებში ადრეული ქორწინების პრობლემაზე საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება. უფრო დეტალურად პროექტი შემდეგ ძირითად აქტივობებს მოიცავს:

  • რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სტრატეგიული სამართალწარმოების უზრუნველყოფა ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე (მინიმუმ 5 საქმე);
  • ინტენსიური მობილური კლინიკების ორგანიზება სხვადასხვა რელიგიურ თემებში (16 მობილური კლინიკა);
  • საჯარო სკოლებში ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა და დისკრიმინაციის პრაქტიკებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა მონიტორინგის მექანიზმების, ასევე ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების გამოყენება (13 საქმე);
  • რელიგიურ თემებში ადრეული ქორწინების პრობლემაზე საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება (6 შეხვედრა);
  • პროექტის მიმდინარეობის დროს გამოვლენილი სისტემური მჩაგვრელობითი და დისკრიმინაციული პრაქტიკების თაობაზე ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება (3 დოკუმენტი);
  • ადრეული ქორწინების პრობლემაზე ბლოგებისა და მულტიმედია პროდუქტების მომზადება.

პროექტის ხანგრძლივობა: 01.01.2016 – 30.06.2017

პროექტის ბიუჯეტი: 78,744 აშშ დოლარი

———————————————————————————-

The Human Rights Education and Monitoring Center (EMC) is carrying out the project “Increasing  Access to Justice for Discriminated Religious Communities“ with the support of the Promoting Rule of Law in Georgia  Activity (PROLoG) implemented by the East-West Management Institute (EWMI) and funded by the United States Agency for International Development. The purpose of the project is to improve the human rights situation of discriminated religious groups and thus facilitate the transformation of the existing unequal legislative framework and practices through legal mechanisms. The project involves strategic litigation on the issues of religious freedom, as well as the problem of early marriage in religious communities, and the identification and elimination of the practices of indoctrination, proselytism, and discrimination in public schools. Information meetings with religious communities on the issue of early marriage constitute an important part of project activities.

Detailed description of project activities:

  • Providing strategic litigation on issues related to religious freedom on national, regional, and international levels (min. 5 cases);
  • Organizing intensive mobile clinics in different religious communities (16 mobile clinics);
  • Using the internal monitoring mechanism of the Ministry of Education and Sciences, as well as the anti-discrimination mechanisms, on the issues of indoctrination, proselytism, and discrimination in public schools (13 cases);
  • Organizing information meetings with religious communities on the issue of early marriage (6 meetings);
  • Preparing analytical documents on the systemic oppressive and discriminatory practices identified during the project period (3 documents);
  • Preparing blog posts and multimedia products on the problem of early marriage.

Project Duration: 01.01.2016 – 30.06.2017

Project Budget: 78,744 USD