NGO-ების განცხადება ქორწინებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ

ვიზგი-იდენტობა-ლგბტ-საქართველო-EMC-თემიდა

განცხადების ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას ეხმაურებიან და  პარლამენტს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭიროს პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ჯგუფების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც თავისი არსით ეწინააღმდეგება ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებს. ჩვენი აზრით, აღნიშნული  ინიციატივა პოპულისტურ სვლას წარმოადგენს, რომელიც მეტწილად  წინასაარჩევნო პერიოდში რელიგიური ინსტიტუციისა და უმრავლესობის ლოიალობის მოპოვებისკენ არის მიმართული და ლგბტ ადამიანთა დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის პრობლემებს  გააღრმავებს.

მიმდინარე წლის 9 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ოჯახი განისაზღვრება როგორც ქალისა და კაცის ერთობა.

ასევე, 8 თებერვალს, მოძრაობა „ეროვნულების” წარმომადგენლის, სანდრო ბრეგვაძის მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინიც პარლამენტში საკონსტიტუციო შესწორების პროექტის შეტანას გეგმავენ. მისი თქმით, შესწორების არსი ის არის, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით კაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.

2015 წლის ივნისში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობდა, რომ  „იგი, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კონსტიტუციაში ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობად ჩაიწეროს.“[1]

ამასთან, პარლამენტის ბიურომ, 2016 წლის 15 თებერვალს, მსვლელობა მისცა არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი შენი უფლებების“ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც კონსტიტუციაში ზემოაღნიშნულ ცვლილებებს ეხება[2].

მნიშვნელოვანია, რომ ლგბტ თემისა და ორგანიზაციების მიერ ქორწინების თანასწორობის საკითხი საქართველოს სამართლებრივ და პოლიტიკურ დღის წესრიგში არასდროს ყოფილა დაყენებული. სახელმწიფოში არსებული ინსტიტუციონალური ჰომოფობიის პირობებში, ლგბტ პირები განდევნილნი არიან საჯარო სივრცეებიდან და ხდებიან დისკრიმინაციისა და სისტემური ძალადობის მსხვერპლნი, რაც მათ ხელს უშლით ისარგებლონ მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული ძირეული უფლებებით. ამ პირობებში, ქორწინების უფლება საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანების უმეტესობისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება. შესაბამისად, ეს საკითხი არც ლგბტ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დღის წესრიგში დგას.

ლგბტ ორგანიზაციების მიერ მიმდინარე წლის 8 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ძალადობრივი გარემოს გათვალისწინებით, ლგბტ პირებს უმრავლეს შემთხვევაში საკუთარი სექსუალური ორიენტაციის და/ან გენდერული იდენტობის დამალვა უწევთ[…], სამოქალაქო ქორწინება საზოგადოებისთვის საკუთარი ურთიერთობის და იდენტობის გამჟღავნებას ნიშნავს. იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ პირებს მათი იდენტობის და ურთიერთობის დამალვა უწევთ, მოსალოდნელი ძალადობის, დევნის და შევიწროების თავიდან ასარიდებლად, ქორწინების უფლება, მისი დაკანონების შემთხვევაშიც კი, უმეტესობისთვის  გამოუყენებადი შესაძლებლობა გახდება.“[3]

თუმცა, ლგბტ პირების სახით მტრის ხატის შექმნის მცდელობითა და ქორწინების ინსტიტუტის მიმართ ხელოვნური საფრთხეების წარმოჩინებით ანტიგენდერულ პოლიტიკურ და სოციალურ ჯგუფებს მუდმივად დღის წესრიგში შემოაქვთ აღნიშნული საკითხები, რომელიც სახელმწიფოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისგან შორს დგას.

თანასწორი ქორწინების მიმართ მსოფლიოს ქვეყნებში შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. თუმცა, ევროპის სახელმწიფოებში ქორწინების თანასწორობისა და პარტნიორული ურთიერთობების სამართლებრივი ფორმის მიცემა სულ უფრო მზარდია. ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობის სხვადასხვა ფორმას ევროპის 27 სახელმწიფო აღიარებს (რომელთა  უმრავლესობა ევროკავშირის წევრია). ხოლო, ევროპის 49 სახელმწიფოთაგან ქორწინების თანასწორობაზე კონსტიტუციური ლიმიტაცია ევროპის 14 სახელმწიფოს აქვს დადგენილი[4], მათ შორის სომხეთს, აზერბაიჯანსა და უკრაინას.

მსგავსი შემზღუდავი საკონსტიტუციო ცვლილებები ლატვიაში, სლოვაკეთში, უნგრეთსა და ხორვატიაში განხორციელდა. საერთაშორისო ორგანიზაცია ILGA Europe-ის შეფასებით, ეს პროცესები რელიგიური ექტრემისტებისა და ულტრა-კონსტერვატიული პარტიების მიერაა პროვოცირებული. ისინი ჰომოფობიის დასანერგად ისეთ დემოკრატიულ ინსტრუმენტებს იყენებენ  როგორიცა საკონსტიტუციო შესწორება და რეფერენდუმი[5].

საერთაშორისო სამართლის მიხედვით სახელმწიფოები არ არიან ვალდებულები ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ქორწინების თანასწორობა უზრუნველყონ. თუმცა, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი სახელმწიფოებს მოუწოდებს სამართლებრივად აღიარონ ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანთა ურთიერთობები[6]. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის ოფისის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული ურთიერთობების ოფიციალურად არ აღიარება და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის აღუსრულებლობა ხელს უწყობს ლგბტ წყვილების მარგინალიზაციას, არასათანადო და განსხვავებულ მოპყრობას კერძო პირების, ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლებისა და სადაზღვევო კომპანიების მხრიდან[7].

მნიშნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გაეროს მიდგომას იზიარებს და ერთი და იგივე სქესის წყვილების პარტნიორული ცხოვრების სამართლებრივ არ აღიარებას ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევად განიხილავს. საქმეზე Schalk and Kopf v. Austria ევროპული სასამართლო ცალსახად უთითებს, რომ ერთი და იგივე სქესის წყვილებს ისევე შეუძლიათ სტაბილურურთიერთობა ჰქონდეთ, როგორც საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს. ისინი საწინააღდმეგო სქესის მქონე წყვილების მსგავსად არიან, რაც იმავე საჭიროებებს გულისხმობს –  მათი ურთიერთობები სამართლებრივად იქნას აღიარებული და დაცული“. აღნიშნული შეფასების კიდევ ერთ დემონსტრაციას წარმოადგენს, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Vallianatos and Others v. Greece საქმეზე, სადაც სასამართლო ერთმნიშვნელოვნად კრიტიკულია სახელმწიფოებში ლგბტ პირებისათვის „რეგისტრირებული პარტნიორობის“ არარსებობის მიმართ.

არსებითად საინტერესოა ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი უახლესი გადაწყვეტილება საქმეზე Oliari and others v. Italy, სადაც სახელმწიფოში ერთი სქესის ადამიანების ურთიერთობების სამართლებრივად აღმჭურველი მექანიზმის არარსებობის გამო კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დადგინდა. შესაბამისად, ქორწინების აღიარების საკითხის მიღმა, საქართველოს ხელისუფლებას ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების (მათ შორის, მემკვიდრეობითი, ქონებრივი, სხვა პირადი და არქონებრივი ურთიერთობები) მოწესრიგებისა და მათ მიმართ თანაბარი სამართლებრივი რეჟიმის გამოყენების ვალდებულება ეკისრება.

როგორც აღინიშნა, ქორწინების უფლების გავრცელება ერთი და იმავე სქესის ადამიანებთან მიმართებით სახელმწიფოს შიდა პრეროგატივას წარმოადგენს და კონკრეტული საზოგადოებაშო ლგბტ პირებთან მიმართებით სოციალური დამოკიდებულებების ცვლილებასა და ლგბტ თემის ემანსიპაციას უკავშირდება. აღნიშნულს ადასტურებს ლგბტ ორგანიზაციების ზემოაღნიშნული განცხადებაც, რომელიც ხილული დასტურია იმისა, რომ ლგბტ პირთა დღის წესრიგში ქორწინების საკითხი დღეს პრიორიტეტული არ არის. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა არ ემსახურება დემოკრატიულ ღირებულებების  დამკვიდრებას ქვეყანაში და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი უფროა. საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების ცნებებთან დაკავშირებული ინიციატივები, როგორც ჩანს, წარმოადგენს პოლიტიკური ჯგუფების მთავარ სტრატეგიას მიმდინარე საარჩევნო წელს.  დაბალი საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და პოლიტიკური აზროვნების მქონე პოლიტიკური ჯგუფები, იმის ნაცვლად, რომ შექმნან ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისა და სხვადასხვა ჯგუფების ემანსიპაციის ხელშემწყობი პროექტები, ცდილობენ შექმნან ხელოვნური დღის წესრიგები და იდეოლოგიური და ირაციონალური ზემოქმედების ინსტრუმენტებით მოიპოვენ მხარდაჭერა. მსგავსი საკითხებით მანიპულირება კი ცხადია, დისკრიმინაციული პრაქტიკების გაძლიერებას და ლგბტ თემის განგრძობით და სისტემურ მარგინალიზაციას იწვევს.

ამასთან, იმგვარ პირობებში, როდესაც საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო არ მოიცავს ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობების სამართლებრივად აღჭურვის შესაძლებლობებს, მათ შორის პარტნიორულ ურთიერთობებს, აღნიშნული ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციაში ოჯახის არაშეზღუდული დეფინიციის გაუქმებასა და დავიწროებას ისახავს მიზნად,  უნდა შეფასდეს, როგორც კონსტიტუციური სტანდარტებისა და ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესების მცდელობა.  ცალსახაა, რომ აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება არა ოჯახებზე ზრუნვას, არამეთ მიზანმიმართულია ლგბტ პირების უფლებათა არაღიარებასა და ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორული ურთიერთობების დაცვის აკრძალვისკენ.  მაშინ როდესაც ევროპული სახელმწიფოები წინ მიიწევენ ლგბტ ოჯახების სამართლებრივი აღიარებისა და სოციალური მიმღებლობის განვითარების კუთხით, საქართველოს მხრიდან აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება ემსახურება დამატებითი შეზღუდვების, აკრძალვებისა და დისკრიმინაციის გამყარებას ლგბტ პირთა მიმართ.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ:

  • მოახდინონ ლგბტ თემატიკის დეპოლიტიზაცია და არ გამოიყენოს აღნიშნული საკითხები პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით;
  • შეაჩეროს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, რომელიც კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილს შეეხება;
  • გაატაროს ყველა პრევენციული ღონისიება, რომ არ გააძლიეროს საზოგადოებაში ფობიური დამოკიდებულება და ხელი შეუწყოს ტოლერანტული გარემოს შექმნას;
  • შეწყვიტოს ლგბტ პირთა უფლებებით მანიპულირება და პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს;
  • დაიწყოს დისკუსია და მუშაობა გენდერულად ნეიტრალური ქორწინების/პარტნიორული ურთიერთობების სტანდარტების დანერგვაზე ქვეყნის კანონდმებლობაში, რომელშიც ჩართული იქნებიან ლგბტ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები.

 

—————————————————————————-

[1]იხ: http://www.interpressnews.ge/ge/politika/275786-irakli-gharibashvili-ojakhis-definiciaze-chemi-iniciativa-arc-privilegias-anitcebs-vinmes-da-arc-raimes-uflebas-arthmevs.html?ar=A

[2]იხ: http://liberali.ge/news/view/20856/qortsinebis-shesakheb-sakonstitutsio-tsvlilebis-tsinadadebas-biurom-msvleloba-mistsa

[3]იხ: www.women.ge

[4]იხ: http://www.rainbow-europe.org/#0/8682/0

[5]იხ: http://www.ilga-europe.org/resources/news/latest-news/slovakia-must-reject-homophobic-proposal-redefine-marriage-constitution

[6] E/C.12/BGR/CO/4-5, para. 17; E/C.12/SVK/CO/2, para. 10

[7] A/HRC/29/23, para. 68

——————————————————————————————————-

NGO statement regarding constitutional amendments related to marriage

The signatory NGOs respond to constitutional amendments related to marriage and urge the parliament not to vote for the amendments, initiated by political parties and different groups, that inherently contravene the ideas of human freedoms and equality. In our opinion, the abovementioned initiative is a more populist move, aimed to obtain the loyalty of religious institutions and of the majority in the pre-election period and will only deepen the problems of discrimination and marginalization of LGBT persons.

On February 9, the media reported that the Head of fraction “Kartuli Otsneba” (Georgian dream), Gia Volski, stated that work on constitutional amendments in legislative body is in progress, according to which “family” will be defined in the Constitution as a union of a man and a woman.

Furthermore, the information was disseminated by the representative of the movement “Erovnulebi” that they are also planning to submit draft of constitutional amendments to the parliament. According to him, the idea of the amendment is that marriage is free-will union of man and woman that is based on the equality of rights of spouses.

In June, 2015 former Prime Minister Irakli Garibashvili stated, that “he, as a Prime Minister, will do anything for writing in Constitution that the marriage is unity of man and woman“.[1]

Moreover, the Bureau of the Parliament initiated legislative proposal of NGO „Protect your rights” that concerns the abovementioned changes in the constitution[2].

It is important that the issue of equality of marriage was never raised by LGBT community and organizations. In the current institutional homophobic conditions of the country, LGBT persons are expelled from public spaces and are subject to discrimination and systematic violence that prevents them from enjoying their fundamental rights guaranteed by the Constitution. In these conditions, the majority of LGBT persons give less priority to the right of marriage, than solving the above-mentioned problems. Accordingly, this issue is not on the agenda of the organizations working on LGBT peoples’ rights.

According to the statement made by LGBT organizations on February 8, 2016, “taking into consideration the violent conditions, LGBT persons mostly have to hide their sexual orientation and/or gender identity […], civil marriage means revealing own relations and identity. Given the fact that LGBT persons have to hide their identity and relations, in order to avoid likely violence, persecution and harassment, the right to marriage, even if legalized, will become an unusable opportunity for the majority.“[3]

However, trying to create an enemy image out of the LGBT persons and portraying artificial threats towards marriage institution, the antigender politic and social groups constantly put abovementioned issues on agenda that are far from protecting human fundamental rights.

The agreement regarding the equal marriage has not been reached yet in the various countries. But marriage equality and partnership is increasingly being legalized. Different types of relations between the same sex people are recognized by 27 European countries (majority are the members of EU). And 14 countries out of 49 have established constitutional limitations on marriage equality.[4], including Armenia, Azerbaijan and Ukraine.

Similar restrictive constitutional amendments were carried out in Latvia, Slovakia, Hungary and Croatia. Based on the assessment of the international organization, IKGA Europe, these processes are provoked by religious extremists and ultra-conservative parties. They are using democratic tools such as constitutional amendments and referendums, in order to inseminate homophobia [5].

According to international law, states are not obliged to provide marriage equality between same-sex people. Although, the UN Committee on Economic, Social and Cultural rights calls for the countries to recognize legally the relations of the same-sex people[6]. According to the report of the UN Human Rights High Commissioner’s Office, non-recognition of the abovementioned relations and failure to comply with the principle of non-discrimination supports marginalization of LGBT couples and causes ill- and unequal treatment from private persons, providers of healthcare services and insurance companies.[7].

It is important that the European Court of Human Rights shares the UN approach and considers legal non-recognition of domestic partnership of the same-sex people as violations the Artcile 8 (private and family life) and Article 14 (Prohibition of discrimination) of the Europan Convention. On the Case Schalk and Kopf v. Austria, the European Court clearly states that “the same-sex persons can have the same stable relations as people of opposite sex. They are the same as couples of the opposite sex that implies the same requirements – their relations to be legally recognized and protected”. The decision of European Court on Vallianatos and Others v. Greece is yet another demonstration of the abovementioned assessment, where the court is unequivocally critical regarding the absence of “registered partnership” for the LGBT persons in the countries.

One of the European Court’s recent decisions on the case Oliari and others v. Italy is very important, where the violation of the Article 8 of the convention was found due to the inexistence of any mechanisms for legalizing relationships among people of the same sex. Accordingly, the Government of Georgia is obliged to settle the partnership (including hereditary, property and other personal non-property relations) and use equal legal regime towards them.

As it was mentioned, giving the right of marriage to the same-sex people is the domestic prerogative of the country and is related to changes of social attitudes towards LGBT persons in specific society and the emancipation of LGBT community. This is confirmed with the abovementioned statement of the LGBT oganizations, that is visible evidence that marriage is not a priority issue on the agenda of LGBT persons today. We assume that the Constitutional amendments initiative does not serve the objective of establishing democratic values in the country and is more subject of political speculations. The initiatives related to the concepts of marriage in the Constitution appear to be the main strategy of the political groups in current election year. Political groups with low public support and political thinking are trying to create artificial agendas and gain support with ideological and irrational influence tools, instead of developing projects supporting social, economic and political development and emancipation of various groups. Manipulating with such issues leads to strengthening of discrimination practices and continuous and systematic marginalization of the LGBT community. Additionally, in the current conditions when Georgian legislation framework does not include the opportunities of legal coverage of same-sex people relations, that includes partnership, the abovementioned initiative, aimed at abolishing and restricting non-limited definition of family in the Constitution, should be assessed as an attempt of substantial deterioration of constitutional standards and of LGBT human right situation. It is clear that the abovementioned initiative is based not on family care, but is aimed at non-recognition of LGBT persons’ rights and prohibition of protection of the same-sex people partnership. While the European countries move forward in the regard of legal recognition of LGBT families and social acceptance, the abovementioned amendment only strengthens additional restrictions, prohibitions and discrimination towards LGBT people.

Accordingly, we urge the Government to:

  • Depoliticize LGBT themes and not use the mentioned issues for political speculations;
  • Stop the process of the Constitutional amendments, concerning first part of the Article 36;
  • Take all preventive measures not to intensify phobic attitude in the society and support the establishment of a tolerant environment;
  • Stop manipulating with LGBT persons’ rights and respect fundamental human rights and freedoms;
  • Start discussion and working on implementing gender neutral marriage/partnership standards in the legislation of the country, where the organizations woking on LGBT persons rights will be involved.