იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი კანონის დარღვევით გაათავისუფლა

cms-image-000045857

. საბჭოს წევრთა მოსაზრებით თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ უგულებელყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნება, გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და შეითავსა საბჭოს კომპეტენცია.

მიგვაჩნია, რომ საბჭოს გადაწყვეტილება თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უხეშად არღვევს კანონის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება თავმჯდომარის გათავისუფლებისთვის კანონით დადგენილ ნათელ და არაორაზროვან პროცედურებს. გადაწყვეტილება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას და საბჭოს მხრიდან კანონის თვითნებურ და არასწორ გამოყენებაზე მიუთითებს. გარდა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება არღვევს კონკრეტული მოსამართლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, მას ექნება გავლენა მთლიანად სასამართლო სისტემის შემდგომ განვითარებაზე, რამდენადაც ეს გადაწყვეტილება მიმართულია არამხოლოდ მამუკა ახვლედიანის მიმართ, არამედ წარმოადგენს ერთგვარ მითითებას სასამართლოს მთელი შემადგენლობისთვის, რომ კრიტიკული პოზიციების გამოხატვა საბჭოს მხრიდან მსგავსი მექანიზმების გამოყენებას გამოიწვევს.

კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ვადის ამოწურვამდე თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას კონკრეტული საფუძველი გააჩნია. ასეთ საფუძველს წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, რაც შესაბამისი პროცედურით უნდა იქნეს დადგენილი. მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების სრულყოფილად ჩატარების შემდგომ,  გადაცდომის დადგენის შემთხვევაშია შესაძლებელი ზემოქმედების ღონისძიების სახედ თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება. ამჟამად თავმჯდომარის გათავისუფლებისთვის სხვა სამართლებრივ საფუძველს კანონმდებლობა არ იცნობს. მოცემულ შემთხვევაში, თავმჯდომარის გათავისუფლება ამ პროცედურის დაუცველად კანონის უხეში დარღვევით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოება წლებია საუბრობს საქმეთა განაწილების წესის ხარვეზებზე, რაც სისტემურ პრობლემას წარმოადგენს და არ ეხება მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში საბჭო ამ და სხვა სისტემური პრობლემების წინააღმდეგ უმოქმედო და არაეფექტურია. ამ შემთხვევაშიც, საბჭოს გააქტიურება და მისი მხრიდან პრიორიტეტულად თბილისის საქალაქო სასამართლოს და კონკრეტულად მამუკა ახვლედიანის გადაწყვეტილებებით დაინტერესება მოჰყვა მის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული წარმოადგენს შერჩევითი მიდგომის ნათელ მაგალითს და აძლიერებს ეჭვებს, რომ საბჭოს მოქმედება განპირობებულია კონკრეტული მოსამართლის მიერ გამოხატული კრიტიკული განწყობებით და ის არ ემსახურება სასამართლოში არსებულ პრობლემებთან სისტემურ ბრძოლას. ნაცვლად ამისა, საბჭო თანმიმდევრულად ცდილობს გამოიყენოს მის ხელთ არსებული რეპრესიული მექანიზმები მისთვის “არასასურველი” მოსამართლეების წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ საბჭოს  გუშინდელი გადაწყვეტილება ქმნის საშიშ პრეცედენტს, რომელიც მნიშვნელოვნად დააზიანებს ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას.

——————————————————————————-

The High Council of Justice dismissed Mamuka Akhvlediani in violation of the law

Yesterday the High Council of Justice made a decision to dismiss Mamuka Khvlediani from the position of the Tbilisi City Court Chair.  The dismissal resolution referred to the case assignment decisions made by Mamuka Akhvlediani.  The members of the High Council believe that Tbilisi City Court Chair ignored the will of the High Council of Justice and abused his power by assuming the Council’s authority.

We believe that the Council’s decision to dismiss the Chair grossly violates the requirements of the law and contradicts clear and unambiguous procedures set in the legislation.  The decision is beyond any legal logic and reveals the abusive and inappropriate application of the law by HCOJ.  This decision violates the rights and legal interests of an individual judge.  It may also have repercussions for the development of the judicial system, since this decision is not only directed against Mamuka Akhvlediani, but can also be interpreted as a notice to the judiciary to avoid critical statements in the future, because such statements will trigger the use of the similar mechanisms by the Council.

According to the law, the High Council of Justice appoints Court Chairs for 5 years. A Court Chair can be dismissed prior to the completion of his/her term on the specific ground, which is a disciplinary violation.  However, it has to be established in accordance with an adequate procedure.  It is possible to assign a disciplinary sanction such as a dismissal only after carrying out the disciplinary adjudication process and establishing a violation.  The law does not provide for any other legal grounds for dismissing a Court Chair.  In this particular case the Court Chair was dismissed without complying with this procedure, in gross violation of the law.

It needs to be noted that the civil society representatives have been discussing the flaws of the case assignment rules for many years.  This is a systemic problem and is not solely connected to Tbilisi City Court.  Unfortunately, the Council has not been active or effective in addressing this and other systemic issues. In this particular case the Council became active in relation to Tbilisi City Court and Mamuka Akhvlediani following his critical statements in relation to the current state of the judiciary.  This is a clear example of the selective approach, which casts doubts on the actions of the Council, which are triggered by an individual judge’s critical statements rather than being guided by an intention to address systemic problems. Instead of assuming a systemic approach, the Council is trying to use repressive mechanisms at its hands against ‘undesirable’ judges.  We believe that Council’s decision creates a dangerous precedent to the detriment of the independence of individual judges.