კოალიცია ვენეციის კომისიას მოსაზრებებს წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებულ ცვლილებებზე

cms-image-000045857

მიმდინარე წლის 20 მაისს, კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ დაუკავშირდა ვენეციის კომისიის საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განყოფილების ხელმძღვანელი, ბატონი შნუც როდულფ დური  და სთხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე მოსაზრების წარდგენა.

ვენეციის კომისია, საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე, ამზადებს დასკვნას აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომისია დაინტერესდა იმით, თუ როგორ აფასებს კოალიცია ცვლილებების მიზანს, მათი მიღების პროცესს, ცალკეულ დებულებებს, რომლებიც ეხება მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადას, პლენუმის კომპეტენციის ზრდას, გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესს, პლენარული სესიის კვორუმის ცვლილებას და სხვ.

კოალიციამ მოამზადა ვრცელი დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ცვლილელებების დეტალური სამართლებრივი ანალიზი და შეფასებულია მათი გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაზე.

კოალიცია უარყოფითად აფასებს  საკანონმდებლო ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ მათი ამოქმედება გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზებას და მისი როლის დაკნინებას, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

————————————————————————–

Coalition for an Independent and Transparent Judiciary provides an opinion on the legislative amendments concerning the Constitutional Court to the Venice Commission

On May 20th of this year, Mr. Schnutz Rudolf Durr, Head of the Venice Commission Constitutional Justice Division contacted the Coalition for an Independent and Transparent to receive the Coalition’s opinion on the legislative amendments concerning the Constitutional Court.

The Venice Commission is developing an opinion on these legislative amendments in response to the request made by President of Georgia.  Due to this request the Commission is seeking the Coalition’s views on the purpose and process of adoption of amendments as well as specific provisions concerning the term of office of the Court members, increased competences of the Plenum, procedures for publishing the acts, the change in the plenary session quorum etc.

The Coalition has developed a detailed document, which provides a legal analysis of amendments and their impact on the Constitutional Court’s work.

The Coalition criticizes the legislative amendments and believes that their enforcement will paralyze the Court and diminish its role thereby damaging the democratic development of the country.