მიმოხილვა►სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და საზოგადოების მონაწილეობის გარეშე

new-piktochart

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას უდიდესი გავლენა აქვს გარემოზე. ფართომასშტაბიან მოპოვებით საქმიანობას, ჩვეულებრივ, უკავშირდება დიდ ტერიტორიებზე ტყეების გაჩეხვა და ნიადაგის ნაყოფიერი ფენის განადგურება. ეს საგრძნობლად ცვლის ლანდშაფტს და გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე. ხდება მიწისქვეშა, ზედაპირული წყლების და ნიადაგის დაბინძურება. იცვლება სოციალური გარემო. შეცვლილი სოციალური და ბუნებრივი გარემო პირობები ზემოქმედებას ახდენს ადგილობრივ მოსახლეობაზე. იქმნება კონფლიქტური სიტუაციები, მაგალითად, როდესაც მოპოვებითი საქმიანობა იკავებს სოფლის მეურნეობისთვის გამოსადეგ ტერიტორიას, ან ხდება სასმელი და სარწყავი წყლის დაბინძურება და სხვ.

მოცემული მიმოხილვის მიზანია წამოწიოს საჯარო პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში გარემოს დაცვის კუთხით გადაუდებლად გადასაჭრელი საკითხები და ხელი შეუწყოს დისკუსიას ქვეყნაში მდგრადი ეკონომიკური და სოციალურ განვითარებას.

საჯარო პოლიტიკის ნარკვევი მომზადდა მწვანე ალტერნატივას მიერ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან (EMC) თანამშრომლობით პროექტის „მძიმე მრეწველობა ყურადღების ცენტრში: ჭიათურის მაგალითი“ ფარგლებში.

მიმოხილვა შეგიძლიათ გადმოწეროთ შემდეგ ლინქზე ან  წაიკითხოთ ონლაინ.