დისკუსია►საკადრო პოლიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროში

IMG_0401“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”-ის ორგანიზებით გაიმართა  საჯარო დისკუსია თემაზე –“საკადრო პოლიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროში: გამოწვევები და სამომავლო რეფორმები”.

დისკუსიის ფარგლებში EMC-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს  შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და დაწინაურების, საკადრო გადაადგილებების, დისციპლინური წარმოებისა და გენერალური ინსპექციის საქმიანობის საკითხებზე და მასთან დაკავშირებულ ძირითად სამართლებრივ რეგულირებებზე და არსებულ გამოწვევებზე.

დისკუსიას აგრეთვე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები,  მათ  ისაუბრეს სამინისტროს ხედვაზე პოლიციის სისტემაში დაგეგმილ სამომავლო რეფორმებთან დაკავშირებით.

 საინფორმაციო ბიულეტენი, რომელშიც განხილულია შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული საკადრო პოლიტიკა, მასთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი რეგულირებები და არსებული გამოწვევები, მომზადებულია პროექტი “პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა პოლიციის საქმიანობაში” ფარგლებში.

პროექტს აფინანსებს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პროგრამა “მატრა”. საინფორმაციო ბიულეტენში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საელჩოს პოზიციას. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია EMC.

This slideshow requires JavaScript.