მიმოხილვა►რა ვალდებულებებს აკირსებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით

1369840849_1369294531_evro_kavshiri1

ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების

და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება 2014 წლის 27 ივნისს გაფორმდა. საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიცირება 2014 წლის 17 ივლისს განახორციელა, ხოლო დოკუმენტი  სრულად ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისს.

2014 წლის ივნისში, საქართველო და ევროკავშირი შეთანხმდნენ ასოცირების დღის წესრიგზე, რომელიც ადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების პრიორიტეტებს 2014-2016 წლებისთვის.

საქართველოს მთავრობა ასოცირების შეთანხმებასა და ასოცირების დღის წესრიგს ყოველწლიური ეროვნული სამოქმედო გეგმის საფუძველზე ახორციელებს.

შრომის უფლებების მატერიალური და ინსტიტუციური მექანიზმების გარანტირებას ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს. დოკუმენტით განისაზღვრება ის ძირითადი მექანიზმები, რომელთა გაძლიერება შრომითი უფლებებისა და სამუშაო ადგილებზე შრომითი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ამ შეთანხმების თანახმად სახელმწიფოს ვალდებულებაა.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების სრულად ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, წინამდებარე დოკუმენტი მიმოიხილავს ასოცირების შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რომელთა შესრულება საქართველომ იკისრა შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან თანმხვედრი შრომის პოლიტიკის ფორმირების კუთხით.

———————

ეს საჯარო პოლიტიკის ნარკვევი მომზადდა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ მწვანე ალტერნატივასთან თანამშრომლობით, პროექტის „მძიმე მრეწველობა ყურადღების ცენტრში: ჭიათურის მაგალითი“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ დაფინანსებით.

ამ ნარკვევში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) პოზიციას და არ შეიძლება განხილულ იქნეს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ შეხედულებათა ამსახველად.

მიმოხილვა შეგიძლიათ გადმოწეროთ შემდეგ ლინქზე ან  წაიკითხოთ ონლაინ.