ვიდეო►ხელოვნება: ესთეტიკა და სოციალური პრაქტიკა

 

 

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია – ხელოვნება: ესთეტიკა და სოციალური პრაქტიკა.

►უპირისპირდება თუ არა ხელოვნების ესთეტიკური და სოციალური განზომილებები ერთმანეთს? რა როლი აკისრია ხელოვნებას თანამედროვე რეალობაში და რამდენად აუცილებელია მისი ჩართვა სოციალურ აქტივიზმში? რამდენად შესწევს ხელოვნებას დარჩეს ეფექტურ მედიუმად ინფორმაციული სიჭარბისა და წარმოსახვითი კრიზისების პირობებში?

►მომხსენებლები:
ლალი პერტენავა – ხელოვნების ისტორიკოსი და კრიტიკოსი. ორგანიზაცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭოს“ წევრი;
გიორგი კევლიშვილი – მხატვარი, სამხატვრო აკადემიის ყოფილი ლექტორი და რექტორის ყოფილი მრჩეველი.
მოდერატორი: ბექა წიქარიშვილი
———
დისკუსია იმართება EMC-ის პროექტის „ჩაგრულთა ხმები: კვლევა, ხელოვნება და აქტივიზმი სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება National Endowment for Democracy (NED)-ის მხარდაჭერით.