ქალთა რეპრეზენტაცია და 2016 წლის არჩევნები

graph4_unm_gm_%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-01

ავტორი: ქეთი სართანია

მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საპარალმენტო არჩევნებია დანიშნული. პოლიტიკურმა პარტიებმა სექტემბრის დასაწყსში წარადგინეს საარჩევნო სიები და პარტიათა უმრავლესობამ საარჩევნო პროგრამაც გააცნო ამომრჩეველს. 2016 წლის არჩევნებს დემოკრატიის გართულებული ტესტის გასავლელად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. სპარლამენტო არჩევნებმა უნდა აჩვენოს ქვეყნის არჩევანი პოლიტიკის დონეზე ისეთ საკითხებში, როგორიც არის საგარეო ვექტორის მიმართულება, ეკონომიკა და სოციალური საკითხები. მიმდინარე არჩევნები მნიშვნელოვანია ასევე ქალთა პოლიტიკური აქტივობის კუთხით. არჩევნები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად და იმ საკითხების წინ წამოსაწევად, რაც ქალებს ხელს უშლით იფიქრონ პოლიტიკაზე ან იყვნენ პოლიტიკაში.

ქალთა წარმომადგენლობა და მონაწილეობა პოლიტიკაში შეიძლება ორი კრიტერიუმით შეფასდეს:  რაოდენობრივი მონაცემით – ქალთა რაოდენობა საარჩევნო სიებში და თვსებრივი მაჩვენებლით, – პარტიათა წინასაარჩვნო პროგრამებში ქალთა საკითხების ხილვადობის გაზრდა.

2016 წელს შემოთავაზებული საარჩევნო პროგრამები ძალიან ჰგავს ერთმანეთს – წინასაარჩევნო დაპირებათა უმეტესობა სოციალურ-ეკონომიკურ, საგარეო და საშინაო თავდაცვის, ეროვნული იდენტობისა და ინსტიტუციური სამართლიანობის ხარისხის გაზრდის საკითხებს მოიცავს. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა გადასახადების შემცირებას და ხელფასებისა თუ პენსიების ზრდას. მათემატიკური მიდგომა არჩევნებისადმი შემოსავლის ზრდისა და გადასახადების შემცირების შესახებ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, თუმცა პოლიტიკურ პარტიათა წინასაარჩევნო პროგრამებში თითქმის შუძლებელია ისეთი საკითხების მიმოხილვა, როგორიც არის ფემიციდი, ოჯახური ძალადობა, ქალთა და ბავშვთა სიღარიბე, ქალთა შრომითი უფლებები და ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა ჯანმრთელობის საკითხები, და ა.შ. კიდევ უფრო რთულად მოსაძებნია, თუ რა ხედვა აქვთ პარტიებს სამომავლოდ,  ამ საკითხთა მიმართ.  პარტიული სიების გენდერული განაწილებისთვს თვალის გადავლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ამ ფაქტის ასახსნელად.

2016 წლის სექტემბრის მონაცემებით საქართველოს პარლამენტში 12% , ხოლო მინისტრების 10.5% არის ქალი. დემოკრატიულ სისტემაში, სადაც საკითხები ხმის მიცემისა და უმრავლესობის პრინციპით წყდება, ქალთა მონაწილეობის ეს მაჩვენებელი მცირე და უძლური მექანიზმია რაიმე სახის გადაწყევტილებაზე გავლენის მოსახდენად. სწორედ ამ მიზეზით, მნიშველოვანია ქალთა რაოდენობრივი წარმომადგენლობისა და მონაწილეობის გაზრდა პოლიტიკაში, რის საშუალებასაც პარტიული სიები უნდა იძლეოდეს.

graph1_%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98_%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-01

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიები მონაწილეობენ როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სიებით. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებულია ოცდაათამდე  პოლიტიკური პარტია და ბლოკი. დარეგისტრირებულ მაჟორიტარულ სიებში (სულ 835 კანდიდატი) კანდიდატების მხოლოდ  16.4%  არის – ქალი.

graph2_%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9f%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-01

პროპორციულ სიებში ქალთა წარმომადგენლობა 10%-დან 40%-მდე მერყეობს, რაც  მაღალი მაჩვენებელია მაჟორიტრულ სიებთან შედარებით.  პროპორციულ სიებში პარტიას აქვს საშუალება რაოდენობრივად უფრო მეტი კანდიდატი წარადგინოს – მინიმუმ 100, მაქსიმუმ- 200. სადაც იზრდება კანდიდატების რაოდენობა, იზრდება ქალთა წარმომადგენლობა და პირიქით, სადაც  მანდატების რაოდენობა ნაკლებია – იკლებს ქალთა რაოდენობრივი მაჩვენებელი. მოცემული გენდერული თანაფარდობის ასახსნელად, მნიშვნელოვანია მანდატების შინაარსობრივი ასპექტის გათვალისწინება. მაჟორიტარულ სიებში, სადაც ქალთა წარმომადგენლობა საგრძნობლად დაბალია, ყურადღება ექცევა არა იმდენად პარტიას, რამდენადაც კანდიდატს. შეიძლება ითქვას, რომ მაჟორიტარული არჩევანი პერსონიფიცრებულია[1] და ამომრჩევლები ხმას აძლევენ უშუალოდ პიროვნებას. შესაბამისად, პარტიები წარადგენენ იმ კანდიდატებს, რომელთაც გააჩნიათ მაღალი ეკონომიკური მდგომარეობა, დიდი სოციალური ან კულტურული კაპიტალი, რაც განაპირობებს საზოგადოებრივი ნდობის მოპვებას და პარტიისთვის  შეიძლება წარმოადგენდეს დამატებით სარგებელს. პროპორციულ სიებში კი, სადაც ქალთა წარმომადგენლობა მაჟორიტარულთან შედარებით მაღალია, ამომრჩეველი ირჩევს პარტიას და კანდიდატის პიროვნულ მონაცემებს ნაკლები ყურადღება ექცევა. შეიძლება ითქვას, პროპორციულ სიებში ისევ ქალთა  უხილავობასთან გვაქვს საქმე.

2016 წელი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ სრულად გამოქვეყნდა 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგები. მონაცემები, რომელიც მოსახლეობის აღწერის შედეგად შეგროვდა, მნიშვნელოვან ინფორმაციას ატარებს ქალთა მდგომარეობის შესახებ.

2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით:

  1. საქართველოს მოსახლეობის 52%-ზე მეტი ქალია[2]
  2. ემიგრანტთა 54.6% ქალია[3]
  3. ძალადობის მსხვერპლი ქალი 742, მსსხვერპლი კაცი – 87 , მოძალადე ქალი – 60, მოძლადე კაცი 690 (2014 წ.).
  4. 16-19 წლის ასაკის გოგონათა რეგისტრირებული ქორწინების მაჩვენებელი 3984 (ამავე ასაკში კაცების რეგისტირებული ქორწინება – 776).
  5. რეგისტრირებული აბორტების რაოდენობა 33 ათასზე მეტი (2014წ.), ხოლო 15-19 ასაკობრივ ჯგუფში 1386 შემთხვევა (2014წ).
  6. საპენსიო და სოციალური პაკეტის მიმღები ქალები 556 326 , ხოლო კაცები 309 844  (2014წ).
  7. მდედრობითი მოსწავლეები 262937, ხოლო მამრობითი – 291057 (2014/2015).
  8. პედაგოგი ქალები 57 775, კაცები 9619.
  9. ქალის საშუალო თვიური ხელფასი 617.9, კაცის- 980.0.

ციფრები მხოლოდ რეგისტრირებული შემთხვევების შესახებ მოგვითხრობს, სადაც აისახება ქალთა პრობლემების სიმწვავე და მათი გადაჭრის აუცილებლობა. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობის ისეთ მრავალრიცხოვან ჯგუფს, როგორებიც არიან ქალები, ყავდეთ შესაბამისი რაოდენობის წარმომადგენლები გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში.

მნიშვნელოვანია ყოფილი და ამჟამინდელი სახელისუფლებო პარტიების სიების მიმოხილვა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება). პარტიების მაჟორიტარული და პროპორციული სიების გენდერული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიუყურება:

1.ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარულ სიაში  70 მაჟორიტარობის კანდიდატია. წარმოდგენილ სიაში 65 კაცია, ხოლო 5 ქალი. შესაბამისი პროცენტული თანაფარდობა – 92.86%  /7.14%.

2.ქართული ოცნების მაჟოორიტარულ სიაში სულ 21 მაჟორიტარობის კანდიდატია, რომელთაგან 18 კაცია, ხოლო 4 ქალი, შესაბამისი პროცენტული თანაფარდობით – 86% / 14%.

graph3_unm_gm_%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9f%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-01

2013 წელს კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“[4] შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც პარტიებს საბაზისო დაფინანსებაზე ექნებოდათ საბიუჯეტო დანამატი დაფინანსების 30%, თუ მათ პარტიულ სიებში იქნებოდა ერთმანეთისგან განსხვავებული სქესის წარმომადგენელი ანუ ყველა ათეულში 30% მაინც უნდა ყოფილიყო ქალი. მიუხედვად ამ წამახალისებელი საკანონმდებლო ნაბიჯისა, რომელსაც სავალდებულო ხასიათი არ გააჩნია და ნებაყოფლობითია,  პარტიები თითქმის არ გამოხატავენ ინტერესს ამ ინიციატივის მიმართ.

პროპორციულ სიებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილია 200 ადამიანისგან შემდგარი პარტიული სია, სადაც 150 კაცი, ხოლო 50 ქალია, შესაბამისი პროცენტული თანაფარდობა – 75%/25%.

ქართული ოცნების პროპორციულ სიაში წარმოდგენილია 155 კანდიდატი, როემლთაგან 137 კაცია, ხოლო 18 ქალი, შესაბამისი პროცენტული თანაფარდობით – 88.4%/11.6%.

graph4_unm_gm_%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-01

წარმოდგენილი მონაცემებიდან მარტივად იკითხება ფაქტობრივი მდგომარეობა, რომ ისევე როგორც პარლამენტში, მთავრობასა და პარტიულ (როგორც მაჟორიტარულ, ისე პროპორციულ) სიებში ქალთა წარმომადგენლობა მკვეთრად ჩამორჩება კაცებისას. ამის მიზეზად კი შესაძლოა მივიჩნიოთ რიგი იმ დაბრკოლებებისა, რაც ქალთა ყოველდღიურ ცხოვრებაში იჩენს თავს სიღარიბის, ჯანდაცვის საკითხების, ძალადობისა თუ ფემიციდის სახით და არ აძლევს მათ ხელსაყრელ პირობებს იყვნენ საჯარო სივრცეში და მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საარჩევნო პროგრამები, სატელევიზიო დებატები, სოციალური ქსელები მთელ სივრცეს საგარეო თავდაცვის საკითხების, ბიზენესისთვის ხელის შეწყობის განხილვას უთმობს, მაშინ, როცა ქალთა ოჯახური ძალადობისგან დაცვის, ქალთა შრომითი უფლებებისა და ეკონომიკური გაძლიერების, ბავშვთა სიღარიბის საკითხები ჯერ კიდევ უხილავი თემაა იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც ამომრჩევლის რეპრეზენტაციისთვის იბრძვიან.

რთული სათქმელია, ქალთა მცირე რაოდენობრივი წარმომადგენლობა და პოლიტიკურ პარტიებში დაბალი მონაწილეობა არის  მიზეზი ქალთა სიღარიბის და მასთან დაკავშირებული პრობლემების თუ პირიქით, თუმცა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ქალთა საკითხების შესახებ გადაწყვეტილებები მაინც მიიღება (არმიღებაც მიღებაა) და მასში მხოლოდ 10%-მდე ქალი მონაწილეობს, პოლიტიკური წარმომადგენლობისა და რეპრეზენტაციის საკითხს ეჭვქვეშ აყენებს.

————————

მიმოხილვა მომზადებულია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ პროექტის „პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგებში გენდერის საკითხების შეტანა 2016 წლის არჩევნებში ქალი კანდიდატების გაძლიერების გზით” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოს მხარდაჭერით.

 

[1] http://www.parliament.ge/files/1055_16721_957521_saarchevno_sistemebi.pdf

[2] http://census.ge/files/results/Census%20Release_GEO.pdf

[3] http://geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/population/Census%20Release_GEO_2016.pdf

[4] https://matsne.gov.ge/ka/document/view/28324