რეფორმის პერსპექტივები სამართალდამცავ სისტემაში

screenshot-1150

ბოლო წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, რომელთა ნაწილი ეხმაურებოდა ამ უწყებებში არსებული ინსტიტუციური პრობლემების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას. თუმცა, კვლავაც მოუგვარებელი რჩება რიგი სისტემური თუ საზოგადოებრივი მნიშვნელობის პრობლემები. შესაბამისად, ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრების წინ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კიდევ ერთხელ გამახვილდეს ყურადღება იმ გამოწვევებზე, რაზეც ბოლო წლებია აქტიურად საუბრობენ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი.

წარმოდგენილ დოკუმენტში თავმოყრილია სამართალდამცავ  უწყებებში (შსს და პროკურატურა) არსებული უმთავრესი ინსტიტუციური და სისტემური პრობლემები და ასევე საერთაშორისო დოკუმენტებში, ადგილობრივი პოლიტიკის დოკუმენტებში სახალხო დამცველის ანგარიშებში გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები. დოკუმენტი ასევე აერთიანებს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ მომზადებულ მიმოხილვებს, ადგილობრივი ექსპერტების და ორგანიზაციების პოზიციებს.

მიმოხილვა შეგიძლიათ გადმოწეროთ შემდეგ ბმულზე ან  წაიკითხოთ ონლაინ.