კამპანია ►რას მოითხოვ შენ! ლალი ხვედელიძე ჭიათურიდან

 

 

„ამ სახლებში ცხოვრება უკვე საშიში ხდება, ჯანმრთელობის პრობლემები გვექმნება, მიწა მოუსავლიანი ხდება, მარგანეცის მოპოვებას ეწირება ჭიათურის მოსახლეობა” – ლალი ხვედელიძე ჭიათურიდან.

2005 წლიდან სახელმწიფოს მიერ დაწყებული პოლიტიკის შედეგად დასაქმებულები დაუცველები რჩებიან, გარემოს რესურსები კი უკონტროლოდ არის ათვისებული.
სახელმწიფოს უმოქმედობა უნდა დასრულდეს.
ჩვენ ვითხოვთ ადამიანების კეთილდღეობაზე დაფუძნებულ სოციალურ პოლიტიკას.
რას მოითხოვ შენ?

►„რას მოითხოვ შენ?“ კამპანია წარმოადგენს მცდელობას მოხდეს შრომისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ხარვეზების, სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება.