კამპანია ►რას მოითხოვ შენ! გიორგი გიორგაძე ზესტაფონიდან

 

 

ჩვენთან სამსახურში ხშირია შრომის უსაფრთხოების ნორმების არ დაცვისგან გამომდინარე სხვადასხვა ტრავმების მიღება და საუბედუროდ ზოგიერთი შემთხვევა სიკვდილითაც დამთავრდა; შრომითი ისნპექცია არ უნდა იყოს ფასადური და უნდა გააჩნდეს უფრო ქმედითი ბერკეტები – გიორგი გიორგაძე ზესტაფონიდან.

2005 წლიდან სახელმწიფოს მიერ დაწყებული პოლიტიკის შედეგად დასაქმებულები დაუცველები რჩებიან, გარემოს რესურსები კი უკონტროლოდ არის ათვისებული.
სახელმწიფოს უმოქმედობა უნდა დასრულდეს.
ჩვენ ვითხოვთ ადამიანების კეთილდღეობაზე დაფუძნებულ სოციალურ პოლიტიკას.
რას მოითხოვ შენ?

►„რას მოითხოვ შენ?“ კამპანია წარმოადგენს მცდელობას მოხდეს შრომისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ხარვეზების, სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება.