ვიდეო►რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებული გამოწვევები

 

2012 წლიდან რელიგიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესდა. ქართველი მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების ციკლი, იეჰოვას მოწმეთა მიმართ რელიგიური ძალადობის ზრდა, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების თითქმის ყველა დონეზე მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის გაძლიერება ამ მდგომარეობის ყველაზე აშკარა ინდიკატორებია. საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევებს არ გააჩნდათ მხოლოდ ინდივიდუალური, იზოლირებული ხასიათი და მეტწილად სხვადასხვა რელიგიურ და სოციალურ ჯგუფებს შორის კონფლიქტისა და გაუცხოების ფორმით წარმოჩინდა, რაც პრობლემის კომპლექსურობაზე მიუთითებს და სახელმწიფოს მხრიდან სისტემური პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. სამწუხაროდ, აღნიშნულ გამოწვევებს სახელმწიფომ  არასეკულარული და დისკრიმინაციული პოლიტიკით უპასუხა, რის გამოც რელიგიური კონფლიქტების დიდი ნაწილი ამ დროისთვის დაკონსერვებულია ან ვითარება კვლავაც ესკალაციის საფრთხის წინაშე დგას.

EMC-მ თემაზე: „რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებული ძირითადი გამოწვევები“ გამართა კონფერენცია, რომლის  მიზანია ამ კუთხით არსებული ძირითადი პრობლემების ანალიზი და  პარლამენტისა და მთავრობის წინაშე ადვოკატირების ხელშეწ