კამპანია ►რას მოითხოვ შენ! პაატა სამხარაძე ჭიათურიდან

 

„სოფლები ინგრევა, სამსახურები მცირდება, არავინ ხმას არ იღებს, კანონმდებლობა ყველაფრის უფლებას აძლევს, ჩვენ უბრალო ხალხი კი დაუცველები ვართ” – პაატა სამხარაძე ჭიათურიდან.

2005 წლიდან სახელმწიფოს მიერ დაწყებული პოლიტიკის შედეგად დასაქმებულები დაუცველები რჩებიან, გარემოს რესურსები კი უკონტროლოდ არის ათვისებული.
სახელმწიფოს უმოქმედობა უნდა დასრულდეს.
ჩვენ ვითხოვთ ადამიანების კეთილდღეობაზე დაფუძნებულ სოციალურ პოლიტიკას.
რას მოითხოვ შენ?

►„რას მოითხოვ შენ?“ კამპანია წარმოადგენს მცდელობას მოხდეს შრომისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ხარვეზების, სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება.