კამპანია ►რას მოითხოვ შენ! გუგული ცუცქირიძე

 

 

“აღარავინ აღარ არის აღმრიცხველი, მაკონტროლებელი, აქვთ თუ არა პროფდაავადება, რამდენი არის პროფესიული დაავადებით დაავადებული, მკურნალობასთან და მკურნალობის ფასებთან შეღავათები საერთოდ აღარ არსებობს დღესდღეობით” – გუგული ცუცქირიძე, ექთანი.

2005 წლიდან სახელმწიფოს მიერ დაწყებული პოლიტიკის შედეგად დასაქმებულები დაუცველები რჩებიან, გარემოს რესურსები კი უკონტროლოდ არის ათვისებული.
სახელმწიფოს უმოქმედობა უნდა დასრულდეს.
ჩვენ ვითხოვთ ადამიანების კეთილდღეობაზე დაფუძნებულ სოციალურ პოლიტიკას.
რას მოითხოვ შენ?

►„რას მოითხოვ შენ?“ კამპანია წარმოადგენს მცდელობას მოხდეს შრომისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ხარვეზების, სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება.