კამპანია ►რას მოითხოვ შენ! გიორგი ნეფარიძე

 

„კომპანიაში სადაც დასაქმებულია 3000 კაცზე მეტი, 3700 კაცამდე, რატომ უნდა იყოს დახურული ის თემა, თუ რა ხდება წარმოებაში და რა პირობებში უწევთ დასაქმებულებს მუშაობა. პიროვნებამ, რომელიც წარმოებაში მუშაობას იწყებს რატომ არ უნდა იცოდეს იქ რა საფრთხის ქვეშ მოუწევს მუშაობა” – გიორგი ნეფარიძე, შრომის ინსპექტორი

2005 წლიდან სახელმწიფოს მიერ დაწყებული პოლიტიკის შედეგად დასაქმებულები დაუცველები რჩებიან, გარემოს რესურსები კი უკონტროლოდ არის ათვისებული.
სახელმწიფოს უმოქმედობა უნდა დასრულდეს.
ჩვენ ვითხოვთ ადამიანების კეთილდღეობაზე დაფუძნებულ სოციალურ პოლიტიკას.
რას მოითხოვ შენ?

►„რას მოითხოვ შენ?“ კამპანია წარმოადგენს მცდელობას მოხდეს შრომისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ხარვეზების, სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება.