კამპანია ►რას მოითხოვ შენ! შოთა გაფრინდაშვილი

„დაბინძურებულია ჰაერი, დაბინძურებულია მდინარე ყვირილა, დეგრადირებულია ნიადაგი, დამშრალია წყაროები, დაბინძურებულია მიწისქვეშა მდინარეები, რომლებიც ქალაქს ამარაგებენ წყლით. ეს ყველაფერი გამოწვეულია მანგანუმის არასწორი მოპოვების შედეგად. ირღვევა კანონი გარემოს დაცვის შესახებ, ირღვევა კანონი წიაღის მოპოვების შესახებ და საერთოდ თუ რამე კანონი არსებობს, ყველა კანონი ირღვევა“ – შოთა გაფრინდაშვილი.
2005 წლიდან სახელმწიფოს მიერ დაწყებული პოლიტიკის შედეგად დასაქმებულები დაუცველები რჩებიან, გარემოს რესურსები კი უკონტროლოდ არის ათვისებული.
სახელმწიფოს უმოქმედობა უნდა დასრულდეს.
ჩვენ ვითხოვთ ადამიანების კეთილდღეობაზე დაფუძნებულ სოციალურ პოლიტიკას.
რას მოითხოვ შენ?

►„რას მოითხოვ შენ?“ კამპანია წარმოადგენს მცდელობას მოხდეს შრომისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ხარვეზების, სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება.