პროექტი►საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თემების ინტეგრაციის, მარგინალიზაციის და რადიკალიზაციის პრობლემებზე რეაგირება

2017 წლის იანვრიდან ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახორციელებს პროექტს – „საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თემების ინტეგრაციის, მარგინალიზაციის და რადიკალიზაციის პრობლემებზე რეაგირება.“  პროექტი ხორციელდება ევრაზიის პროგრამის ფარგლებში  ღია საზოგადოების ფონდების  მხარდაჭერით.

საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თემები (ქართველი მუსლიმი თემი, ქისტი მუსლიმი თემი, აზერბაიჯანელი მუსლიმი თემი) განსხვავებულ პოლიტიკურ, სოციალურ და ისტორიულ კონტექსტებში არსებობენ და სტრუქტურულ ჩაგვრასა და მარგინალიზაციას განიცდიან. აღნიშნული თემების სოციალურ და უფლებრივ მდგომარეობაზე სათანადო დისკუსია ხშირად გაბატონებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის დისკურსითა და ანტიისლამური წინასწარგანწყობებით გადაიფარება და ჯგუფების რეალურ საჭიროებებსა და ინტერესებს ნაკლებად ასახავს. ამ კუთხით განსაკუთრებით თვალშისაცემია პანკისის რეგიონის შესახებ  მედიის მიერ შექმნილი მტრული და ზედაპირული სურათი,რაც რეგიონში არსებული რეალური მდგომარეობის ასახვას ართულებს. სახელმწიფო პოლიტიკა მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციულია და ძირითადად თემის ინტერესების იგნორირებისა და მათი კონტროლის სტრატეგიას ეფუძნება. მუსლიმი თემის პოლიტიკური და სოციალური ჩაგვრის საკითხები აკადემიურ სივრცეში სუსტად არის შესწავლილი, რაც პრობლემების სათანადო ჩვენებასა და საჭიროებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმართვას უშლის ხელს.

მიმდინარე პროექტის მიზანია მუსლიმი თემების პოლიტიკური და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა კვლევისა და ადვოკატირების გზით. ამ მიზნით, პროექტში გათვალისწინებული შემდეგი  ძირითადი აქტივობები:

–  აჭარასა და სხვა რეგინებში მცხოვრები ქართველი მუსლიმი თემის პოლიტიკური და სოციალური გარიყულობის კვლევა და სახელმწიფოსთვის კვლევაზე და სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება და ადვოკატირება. კლევაში ასახული იქნება: პოლიტიკურ ორგანოებსა და საჯარო სამსახურში მუსლიმი თემის წარმომადგენლობისა და დასაქმების სტატისტიკა; რამდენადაა პოლიტიკურ დღის წესრიგებში მუსლიმი თემის ხმა და საჭიროებები ასახული; რა გავლენა აქვს სოციალურ განვითარებაზე თემის პოლიტიკურ გარიყულობას; ჩაგვრის პირობებში თვითგანვითარებისა და თვითორგანიზების სტრატეგიების საკითხების კვლევა;

– პანკისის რეგიონში შესაძლო რელიგიური რადიკალიზმისა და მისი წამახალისებელი პოლიტიკური და სოციალური სისტემური მიზეზებისა და სახელმწიფოს პრევენციული პოლიტიკის კვლევა. შედეგად  სახელმწიფოსთვის და სხვა აქტორებისთვის რეკომენდაციების პაკეტის მომზადება და მათი ადვოკატირება;

– მუსლიმი თემის დისკრიმინაციისა და უფლების შეზღუდვის სხვა ფაქტებზე სტრატეგიულ სამართალწარმოების განხორციელება.

EMC კვლევების შედეგებს  თავდაპირველად მუსლიმ თემს გაუზიარებს. მათ შეფასებებსა და მოსაზრებებს მოისმენს და გაითვალისწინებს. რაც შეეხება შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირების პროცესებს,  ორგანიზაცია ადგილობრივი სათემო წარმომადგენლებისა და სხვა პარტნიორების დახმარებით გააკეთებს. ამასთან კვლევის ფარგლებში იდენტიფიცირებული დისკრიმინაციული თუ სხვა უკანონო პრაქტიკების  აღმოფხვრის მიზნით EMC ადგილობრივ თემებს ადვოკატირების, მათ შორის, სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენების გზით დაეხმარება.

პროექტის ხანგრძლივობა: 01.01.2017-31.07.2018

პროექტის ბიუჯეტი:  100,000 აშშ დოლარი

  Project ►Addressing the Problems of Integration, Marginalization and Radicalization of Muslim  Communities in Georgia

From January 2015, Human Rights Education and Monitoring Center (EMC) has started implementing a project- “Addressing the Problems of Integration, Marginalization and Radicalization of Muslim Communities in Georgia”. The project is implemented within the framework of Eurasia Program supported by the Open Society Foundations.

Muslim communities in Georgia (Georgian Muslim community, Kist Muslim community, Azerbaijani Muslim community) live in different political, social and historic contexts and are victims of structural oppression and marginalization. Discussion about social and human rights situation of the abovementioned groups is covered by the discourse on ethno-religious nationalism and anti-Islamic perceptions and does not reflect real needs and interests of the groups. In this regard, it is especially vivid how the hostile and surficial media images are created around the Pankisi Gorge. The state policy towards the Muslim community is discriminatory and mainly is based on ignoring the interests of the community as well as using the strategy of controlling them.   The issue of political and social exclusion of the Muslim community is not well researched and studied among the academic circles that makes is difficult to adequately show existing problems and implement the policy that is based on the needs.

The ongoing project aims to support political and social integration of the Muslim communities through research and advocacy. For this purpose, following activities will be implemented within the framework of this project:

– Researching political and social exclusion of Georgian Muslim community that live in Adjara and other regions as well as preparing and advocating recomendations for the state that are based on the best practices and expereinces of other countries. The research will include the issue of representation of the Muslim community in political bodies and public service as well as other issues such as employment, reflection on the voices and needs of Muslim community in the political agenda. Furthermore, the project team will study how community’s political exclusion influences their social development, what are the strategies of self-development and self-organization of Muslim community while they are under the conditions of oppression;

– Researching possible religious radicalization in Pankisi Gorge and its supporting systemic political and social causes as well as studying the preventive policy of the state and preparing and advocating recommendation package for the state and other relevant actors;

– Conducitng strategic litigation on the cases of discmrination and restriction of the rights of Muslim community.

After conducting research studies, firstly EMC will disseminate research findings among relevant communities and will get their feedback and assessment. The organization will ensure advocating recommendations through local community organizations and other partners. At the same time, within the framework of the research, for the purpose of eliminating discriminatory and other unlawful practices, EMC will help local communities through conducting advocacy efforts, including using legal instruments.

Duration of the project: 01.01.2017-31.07.2018

Project Budget:  100,000 USD