ვიდეო ► ,,ჰომონაციონალიზმი”

ანა რეხვიაშვილი საჯარო მოხსენება EMC-ს მიერ ორგანიზებულ ქვიარ ფორუმზე :

”სექსუალობის,ნაციონალიზმისა და გენდერის კავშირი 80-90-ანი წლებიდან ბევრი ფემინისტის ნაშრომებში გაჩნდა.თუმცა ნაციონალიზმის შედარებით ადრეულ ფემინისტურ კრიტიკაში, ნაციონალიზმის კრიტიკა ყოველთვის გაგებული იყო ცალსახად ჰეტერონორმატიულად.ყოველთვის, ძირითადად აღიქმებოდა, რომ ეროვნული იდეოლოგიები დაფუძნდა ჰეტერონორმატიულ ოჯახზე და ამ კონტექსტში, ყველა ადამიანი ვისი სექსუალობა და გენდერული თვითგამოხატვა არ ეთანხმება ჰეტერონორმატიული ოჯახის გაგებას, არის გარიყული ეროვნული ერთობიდან და იბრძვის ადგილის დამკვირდებისათვის.

თუმცა 2007 წელს, ცნობილმა ქვიარ თეორეეტიკოსმა , ჯასპირ პუარმა,გამოსცა წიგნი და თქვა, რომ მუდმივად იმედგაცრუებულია ფემინისტური თეორიებით, რომლებიც ნაციონალიზმს და ჰომოსექსუალობას აუცილებლად  ერთმანეთის საპირისპირო პოლუსებად განიხილავენ.იმიტომ რომ, ბევრ დასავლურ ქვეყანაში ნაციონალური პროექტები უკვე მოდიფიცირდა. ლგბტ მიმღებლობა გახდა ნაციონალური პროექტების ნაწილი.წესიერი, კარგი ამერიკელი ან დასავლელ ევროპელი მოქალაქისთვის ჰომოფობია მისაღები აღარ არის და ეს კარგი მოქალაქის იდეოლოგიასთან ასოცირდება.ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა ან სექსუალური თავისუფლებისთვის ბრძოლა გახდა ზოგადად დასავლური ქვეყნების იმპერიალისტური პოლიტიკის ნაწილი.პუარი ამბობს, რომ ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა ზოგად იმპერიალისტურ დისკურსს მიუერთდა და გახდა ერთ-ერთი ცენტრალური ბარომეტრი რის მიხედვითაც დასავლეთი თავის თავს აძლევს უფლებას, დანარჩენი სახელმწიფოები შეაფასოს და შეაფასოს რომელიმე სახელმწიფოს ხელისუფლებას აქვს თუ არა ლეგიტიმაცია ან უნდა იყოს თუ არა სუვერენული.ეს ბევრმა ფემინისტმა აიტაცა და გაჩნდა ახალი მეტაფორაც – გეი კაცის გადარჩენა გახდა ახალი სახე, ისლამის მიერ დაჩაგრული მუსლიმი ქალისა.თუმცა ეს დასავლური  იმპერიალისტური დისკურსი კრიტიკის საგანიც გახდა. ლგბტ უფლებების იმპერიალისტური პოლიტიკის ნაწილად გახდომა ამბობს, რომ ის არა უბრალოდ დისკურსის დონეზე განსაზღვრავს ვინ არის უფრო პროგრესული და აქვს მორალური უფლება, რომ სხვადასხვა რაღაც გააკეთოს,არამედ ის რომ, როცა  რომელიმე სახელმწიფო მორალური უპირატესობის იარლიყს იწეპებს ითარგმნება დისკრიმინაციულ პოლიტიკიკაში. ჰომონაციონალისტური პოლიტიკური წესრიგი, გარდა ჩაგვრისა,წინასწარ განსაზღვრავს რა უნდა გააკეთონ ლგბტ განმანთავისუფლებელმა მოძრაობებმა სხვადასხვა ქვეყანაში, იმისთვის რომ, დასავლეთმა ჩათვალოს იქ სექსუალური დემოკრატია მიღწეულია.”