დეკლარაცია ლგბტი პირთა უფლებრივი თანასწორობის მიღწევის შესახებ

ჰომო/ბი/ტრანსფობიასთან ბრძოლის გრძელვადიანი ადვოკატირების სტრატეგია/დეკლარაცია მიზნად ისახავს საქართველოში ჰომო/ბი/ტრანსფობიისა და ლგბტი ადამიანთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის მხარდაჭერას კომპლექსური მიდგომის გზით.

ჰომო/ბი/ტრანსფობიის პრობლემატიზაცია პირველ რიგში გულისხმობს იმის აღიარებას, რომ მას კომპლექსური ბუნება აქვს და მისი დაძლევისათვის მნიშვნელოვანია საკითხის ერთიან კონტექსტში გააზრება. ცალკეულ სფეროებში საჭირო ინტერვენციები მუდმივად იკვეთება ერთმანეთთან და, შესაბამისად, პრობლემის დასაძლევად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახელმწიფო და სხვა აქტორების კოორდინირებული თანამშრომლობა და ერთიან ხედვაზე შეთანხმება.

არსებული გამოწვევების დაძლევა საჭიროებს სახელმწიფოსა და სხვა საკვანძო აქტორების მხრიდან მყარი პოლიტიკური ნების გამოვლენასა და ეფექტიანი, სისტემური და თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც აღიარებული და გამყარებული იქნება ინსტიტუციურ დონეზე და უზრუნველყოფს ლგბტი პირთა ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემასა და ხელს შეუწყობს ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებას.

დეკლარაციის შეგიძლიათ გადმოწეროთ შემდეგ ბმულზე ან წაიკითხოთ ონალინ.