მუსტაფა ჩაბუქის საქმის სამართლებრივი შეფასება

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC),საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), მედიის განვითარების ფონდი (MDF), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) ,თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქის შესაძლო ექსტრადიციის საქმესთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადებით მიმართავენ:საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, საქართველოს მთავარ პროკურორს და მოუწოდებენ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, არ დაუშვან ჩაბუქის გადაცემა თურქეთის მთავრობისთვის, სადაც ის შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების/არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის მსხვერპლი გახდეს და არ მიეცეს სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა.

დოკუმენტი შეგიძლიათ გადმოწეროთ მითითებულ ბმულზე ან წაიკითხოთ ონლაინ