კონფერენცია ► შრომის ინსპექციის მომავალი საქართველოში

 

EMC-ის, სახალხო დამცველის აპარატის და ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) ორგანიზებით კონფერენცია თემაზე – შრომის ინსპექციის მომავალი საქართველოში- გაიმართა. კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი,ევროკავშირის ელჩი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ. კონფერენციის მიზანი იყო შრომის, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით არსებული გამოწვევების განხილვა და შრომის უფლების დაცვის მიზნით არსებული ინსპექტირების სისტემის განვითარებისა და გარდაქმნის შესაძლებლობებზე მსჯელობა.