ინფოგრაფიკა ► საჯარო სამსახურში რეორგანიზაციის შედეგები

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში აქტიურად მიმდინარეობდა სამსახურთა რეორგანიზაციის პროცესი, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში თან ახლდა შტატების შემცირება. ამ პროცესის შეფასების მიზნით, EMC-იმ გამოითხოვა ინფორმაცია  15 სამინისტროდან და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებებიდან. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.

თუმცა, საჯარო ინფორმაციის მიწოდების საკითხი რეაგირების გარეშე დატოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და არასრული ინფორმაცია გასცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხრიდან მოწოდებული პასუხი კი არ მოიცავდა ინფორმაციას სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირების თაობაზე.

ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ დასახელებულ საანგარიშო პერიოდში:

  • რეორგანიზაციის შედეგად, სამსახურიდან გათავისუფლდა 1711 თანამშრომელი;
  • შრომითი ურთიერთობა კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი საფუძვლით შეწყდა 5212 დასაქმებულთან (არ მოიცავს შსს-ს მონაცემებს);
  • რეორგანიზაცია განხორციელდა 8 სახელმწიფო უწყებაში; ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროებში;
  • რეორგანიზაციის პროცესი არ განხორციელებულა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების (განხორციელდა სსიპ-ში), ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის (განხორციელდა სსიპში), სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის(განხორციელდა სსიპში) სამინისტროთა ცენტრალურ უწყებებში, პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში;
  • მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროთა სისტემაში დაქვემდებარებულ 25 საჯარო სამართლის იურიდიულ პირში.