“უსაფრთხოების სექტორის თანამედროვე მოდელის შექმნის ადვოკატირება”

2017 წლის მაისიდან EMC პარტნიორ ორგანიზასთან “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან” ერთად ახორციელებს პროექტს “უსაფრთხოების სექტორის თანამედროვე მოდელის შექმნის ადვოკატირება”.  პროექტის მიზანია ანგარიშვალდებული, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, დაბალანსებული და თანამედროვე უსაფრთხოების სტრუქტურის ფორმირება, რომელიც საერთაშორისოდ დამკვიდრებული კონტროლისა და ზედამხედველობის ფარგლებში ეფექტურად განახორციელებს უფლებამოსილებებს.

2015 წლის ზაფხულში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის გამიჯვნა მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა, თუმცა ამ რეფორმამ სამართალდამცავი სისტემის დეპოლიტიზირების და დემოკრატიული მოწყობის, ანგარიშვალდებულებისა და კონტროლის  მყარი გარანტიები ვერ შექმნა. განხორციელებული რეფორმის შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებული ძალაუფლების მქონე, სრულიად დახურულ ორგანოდ ჩამოყალიბდა, რომლის ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია. განსაკუთრებით მწვავედ დგას ფარული თვალთვალისა და მიყურადების სისტემის ხარვეზები.

პროექტის ფარგლებში EMC და TI ერთობლივად განახორციელებენ საქმიანობების, რომლის მიზანიც არის:

  • 2015 წლის რეფორმის შედეგად შექმნილი უსაფრთხოების სამსახურის ინსტიტუციური მოწყობის, დელეგირებული ფუნქციების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის შეფასება და დოკუმენტირება;
  • სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის შემდგომი რეფორმის საჭიროებებზე საჯარო დისკუსიის წახალისება;
  • უსაფრთხოების სექტორში შემდგომი რეფორმების ადვოკატირება, მათ შორის, რეფორმის კონცეფციის მომზადების გზით.

პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნება საერთაშორისო ექსპერტი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემების რეფორმაზე მუშაობის გამოცდილება გააჩნია. ექსპერტი ასევე კარგად იცნობს საქართველოში ჩატარებულ რეფორმას.

პროექტს აფინანსებს ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”.

პროექტის ხანრგძლივობა: მაისი, 2017 – თებერვალი, 2018

EMC-ის ბიუჯეტის წილი: 17 290$